| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი - 2017-ის“ ფარგლებში 27-29 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტში ტარდება VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „ენობრივი სიტუაცია კავკასიაში“. კონფერენციის პროგრამა მრავალფეროვანია.
მასში მონაწილეობენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მეცნიერები ვაშინგტონის, პოზნანის, მაჰაჩყალის, დუზჯეს სამეცნიერო ცენტრებიდან. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს თურქეთიდან დუზჯეს უნივერსიტეტის დელეგაციის სტუმრობა უნივერსიტეტის რექტორის ხელმძღვანელობით. დუზჯეს უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ნიგარ დემირჯან ჩაქარი წარმოშობით ქართველია და დღეს იგი ქართულად მიესალმა კონფერენციის მონაწილეებს.
საგულისხმოა, რომ თურქეთის არაერთ უნივერსიტეტში ისწავლება ქართული ენა და ლიტერატურა. დუზჯეს უნივერსიტეტში ოთხი წლის წინ გაიხსნა ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის საბაკალავრო პროგრამა. ამჟამად კი ამოქმედდა მაგისტრატურაც.
დუზჯეს რეგიონში, სადაც მრავლად არიან მუჰაჯირი ქართველების შთამომავლები, ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება საუნივერსიტეტო დონეზე, ერთობ მისასალმებელი და დასაფასებელია. საყურადღებო ფაქტია, რომ ქალბატონი ნიგარ დემირჯან ჩაქარის მხარდაჭერით წელს მაისში დუზჯეს უნივერსიტეტში წარმატებით ჩატარდა შოთა რუსთაველის 850 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლებისთვის საგნის გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - მოუწევთ თუ არა თანხის გადახდა აპლიკანტებს
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
„ვულოცავთ მათ მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებსა და წინსვლას!“