სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„უცნაურად მეჩვენება - პრაქტიკოს მასწავლებელს სკოლიდან რომ უშვებ და მის ნაცვლად შემოგყავს მაძიებელი“ - უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი
03-08-2020
-
+


ნონა რატიანი 2005 წლიდან მესტიის მუნიციპალიტეტის, უშგულის საჯარო სკოლას ხელმძღვანელობს, თუმცა მანამდე იყო პედაგოგობის არცთუ მარტივი გზა და არც დირექტორობის პერიოდში მიუტოვებია საკუთარი პროფესია - დღემდე დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის, ეროვნულ საგანძურად ქცეულ ტრადიციებს აზიარებს მომავალ თაობებს და Etaloni.ge- კიდევ ბევრ საინტერესო თემაზე ესაუბრება. ინტერვიუს კი იმით იწყებს, როგორ დაძლია უშგულის საჯარო სკოლამ ის გამოწვევები, რაც ქვეყანაში შექმნილმა ეპიდსიტუაციამ განაპირობა.

- ეპიდსიტუაციამ ბევრი ბარიერი შექმნა - იყო თანამედროვე ტექნიკის დეფიციტი, არ გვქონდა საკაბელო ინტერნეტი, უშუქობაც ხელს გვიშლიდა... თუმცა, მაინც კმაყოფილი ვარ, რადგან ყველა მოსწავლე ჩართული იყო დისტანციურ სწავლებაში; მესენჯერითა და ტელეფონით ვუკავშირდებოდით მოსწავლეებს, ბავშვები აქტიურობდნენ, გვერდით გვედგნენ მშობლებიც და განსაკუთრებულ მხარდაჭერას ვგრძნობდით ადგილობრივი რესურცენტრიდან - სწორედ მათი ძალისხმევით,  დისტანციური სწავლება არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ზოგადად, მესტიის სკოლებში წარმატებით მიმდინარეობდა... მართალია, ბევრ რამეზე გვწყდება გული, თუნდაც იმაზე, რომ მეთორმეტეკლასელები სათანადოდ ვერ გავაცილეთ ცხოვრების ახალ ეტაპზე, მაგრამ როდესაც სასწავლო პროცესი აღდგება, ვფიქრობთ, პირველი და ბოლო ზარი ერთ დღეს დავრეკოთ... მე წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს სკოლდამთავრებულებს და იმედია, ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგები ექნებათ.  

- რთულია დირექტორობა, ქალბატონო ნონა?

- რა თქმა უნდა, რთულია, მით უმეტეს უშგულში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე... მაგრამ  კოლექტივის მხარდაჭერით, რესურსცენტრის თანადგომითა და თემის ყურადღებით ვახერხებ, ჩემი დირექტორობა იყოს წარმატებული, რაზეც ჩვენი სკოლის მოსწავლეების შედეგებიც მეტყველებს ეროვნულ გამოცდებზე - უშგულის საჯარო სკოლის მოსწავლეების უმრავლესობა ირიცხება უმაღლეს სასწავლებლებში რეპეტიტორების გარეშე და ეს უდიდესი მიღწევაა.

- მკაცრი ხართ?

- როცა საჭიროა, ვარ მკაცრი, მაგრამ ისეთიც არა, რომ დესპოტი დირექტორი მერქვას - ყველანაირად ვცდილობ, მოსწავლეების ინტერესებიც გავითვალისწინო, ჩემი თანამშრომლების ინტერესებიც, რაც მთავარია, ვიყო ისეთი დირექტორი, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საკითხები შევასრულოთ და მაღალი იყოს სწავლა-სწავლების ხარისხი.

- ამის მიღწევა სიმკაცრის გარეშე შესაძლებელია? - მით უმეტეს, თანამედროვე ახალგაზრდები მუდმივად აპელირებენ საკუთარ უფლებებზე, მოვალეობებს კი ივიწყებენ.

- მცირეკონტინგენტიანი სკოლა ვართ - სასწავლო წელი 36 მოსწავლით დავასრულეთ და ამიტომ, მოსწავლეებთან ურთიერთობა არ არის რთული; შეიძლება ითქვას, თითოეულ მათგანს ხუთი თითივით ვიცნობ, არამარტო სკოლაში, სოფელში ისინი ჩვენ ირგვლივ ტრიალებენ, ვიცით მათი ხასიათი და ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ნამდვილად არ გვიჭირს მათთან ურთიერთობა.

- რთული გზა განვლეთ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორობამდე?

- ვმუშაობდი დაწყებითი კლასების მასწავლებლად და 2005 წლიდან სკოლის დირექტორი ვარ. თუმცა ამ დრომდე არ დამიკარგავს მოსწავლეებთან ურთიერთობა - ქართულს ვასწავლი და სწორედ ეს მიადვილებს ურთიერთობებს. ზოგადად, მიმაჩნია, რომ სკოლის დირექტორი უნდა გახდეს ის პიროვნება, რომელიც ამ კოლექტივში აღიზარდა, გაიარა მასწავლებლობის რთული გზა და მერე გახდა დირექტორი - ის უკეთ წარმართავს სასწავლო პროცესს და სკოლისთვის უკეთესი მენეჯერიც იქნება.

- ბავშვებს უყვართ ქართული ენა?

- რა თქმა უნდა... სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ ჩემს სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის მასწავლებელი, რომლის მოსწავლე ეროვნულ გამოცდებში არ ჩაჭრილა. ზოგადად, მთა ის ადგილია, სადაც ტრადიციები შენარჩუნებულია; მართალია, რაღაცების გადაფასება მოხდა, მაგრამ ურთიერთობები, უფროს-უმცროსობა, სიყვარული, პატივისცემა... - ამ ღირებულებებზე იზრდებიან ჩვენი ბავშვები.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალ სქემაზეც გკითხავთ, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

- მასწავლებელმა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია უნდა დაადასტუროს და ამაში ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ცოტა უცნაურად მეჩვენება ერთი რამ - როდესაც პრაქტიკოს მასწავლებელს უშვებ სკოლიდან და მის ნაცვლად შემოგყავს მაძიებელი. კარგად მახსოვს, ეს სქემა რომ შემოვიდა სკოლებში, მასწავლებლებს მინიჭებული ჰქონდათ თანრიგები და შემდეგ ყველას ერთნაირად მიანიჭეს პრაქტიკოსის სტატუსი - განურჩევლად სტაჟისა და გამოცდილებისა, რაც მგონია, გამართლებული არ იყო.

ჩვენ სკოლას ჰყავს საკუთარი საქმის ჩინებულად მცოდნე პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებმაც, თუ ვერ ჩააბარებენ გამოცდას, თავისთავად ერთი წლის შემდეგ სკოლა უნდა  დატოვონ და  ეს ძალიან ცუდი იქნება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ახალი წესები და 4 მთავარი მიმართულება სკოლებში - დირექტორებთან რერსურსცენტრები შეხვედრებს ატარებენ

 მასწავლებლის სახლმა ახლი სასწავლო რესურსი გამოაქვეყნა

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - გამოცდის შედეგის შესახებ ცნობის ასაღებად

ფორმა უფასოდ გადაეცემა მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ოთხი და მეტი შვილი და სოცდაუცველის სტატუსი აქვთ ( 65 000 ქულაზე მეტი და 120 001 ქულაზე ნაკლები) 

ეხება თუ არა მასწავლებელთა საპენსიო შენატანსა და ხელფასებს ცვლილებები სკოლების ვაუჩერული დაფინანსების წესში

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლა
ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე „გაეროს მოდელირების“ საუკეთესო დელეგატებს შორის დასახელდა.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება