სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ადრე სკოლებში მხოლოდ აზეპირებინებდნენ. ვფიქრობ, მეტი აქცენტი უნდა კეთდებოდეს სასაუბროზე“ - უცხოური ენის მასწავლებლობის მსურველები
30-07-2020
-
+


დღეს მასწავლებლობის მსურველები გამოცდას უცხოურ ენასა და ქართულის, როგორც მეორე ენის პრაქტიკულ ნაწილში აბარებენ. 

პრაქტიკული ნაწილის გამოცდაზე აპლიკანტებს საუბარი პირბადით უწევდათ. როგორც ცენტრის ორგანიზატორებმა გამომცდელებს განუმარტეს, აღნიშნულის მიზეზი ის არის, რომ საუბრისას ფანჯრები იხურება, რის გამოც პირბადის გაკეთება სავალდებულოა. თუმცა აპლიკანტთა უმეტესობას ამის გამო პრობლემა არ შექმნია. 

„რუსული ენის გამოცდა მქონდა. წელს ვამთავრებ უნივერსიტეტს და მინდა მასწავლებლის გამოცდაც ჩავაბარო და სწავლა 60 კრედიტიან პროგრამაზე განვაგრძო მერე. რთული ნამდვილად არ ყოფილა. უმარტივესი კითხვები იყო. რომელი მასწავლებელი გიყვარდა, რომელია შენი საყვარელი ფილმი - ამ თემებზე უნდა გესაუბრა. სიტუაციები იყო კიდევ და რჩევა უნდა მიგეცა. ერთ-ერთი იყო მაგალითად, ვიღაც ლევანს რომელმაც უნივერისტეტი დაამთავრა, ორ სამსახურს სთავაზობდნენ ერთს ქალაქში დაბალანაზღაურებადს და მეორეს რაიონში უფრო მაღალანაზღაურებადს და უნდა გერჩია რომელი აერჩია. ძალიან მარტივი იყო. პრობლემა არც პირბადით საუბარს შეუქმნია. არასასიამოვნო კი იყო, მაგრამ დიდი სირთულე ამას არ შეუქმნია“, - გვითხრა 173-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აპლიკანტმა მარიამმა. 

„ინგლისურის სასაუბრო თემები უმარტივესი იყო. უნდა გელაპარაკა პირველი სამუშაო დღეზე, ასევე, რა მუსიკას უსმენდი. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ რთული სასაუბრო იყო. უცხო ენის მასწავლებლობაზე თუ გაქვს ადამიანს პრეტენზია, ეს საკითხები არ უნდა გაგიჭირდეს. კიდევ ორი სიტუაციური დავალება იყო - რჩევა უნდა მიგეცა და რატომ ურჩევდი უნდა დაგეწერა. ერთ შემთხვევაში გეკითხებოდნენ შენს დას სპორტს ურჩევდი თუ მუსიკას, მეორე საკითხი იყო ქალაქში ურჩევდი მუშაობას დაბალ ხელფასზე შენს მეგობარს თუ სოფელში მაღალ ხელფასზე“, - გვითხრა ანამ.

„ძალიან მარტივი იყო  სხვათაშორის არ ველოდი. უმარტივესი კითხვები იყო. მაგალითად, რა ჟანრის მუსიკა მოგწონდა, როგორ გაიხსენებდი პირველ სამუშაო დღეს , რით დაკავებას ურჩევდი ადამიანს, რომელსაც ბევრი თავისუფალი დრო აქვსო და ორ ვარიანტს სთავაზობდნენ, მე სპორტი დავწერე პირდაპირ და მეორესთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია. მოკლედ ნამდვილად კმაყოფილი ვარ. არც საუბრის პრობლემა მქონია. პრაქტიკულად იგივე საკითხები გამეორდა, რაც დილის სესიის აპლიკანტებს შეხვდათ“, - გვითხრა ნატამ.

„ძალიან გაკვირვებული ვარ. არ მეგონა მთელი დღე თუ ერთი და იგივე დავალებებს გაამეორებდნენ. რაც წინა სესიებიდან გამოსულმა აპლიკანტებმა თქვეს ზუსტად ის საკითხები მოვიდა. არ ვიცი წინა წლებშიც ესე იყო თუ არა, მაგრამ ძალიან მარტივი იყო. თუმცა ვფიქრობ, მაინც არასწორი დამოკიდებულებაა და ერთნაირ პირობებში ნამდვილად არ ვართ. ჩვენ ვიცოდით უკვე საკითხები, მაგრამ პირველ სესიაზე ვინც შევიდა მაგათმა ხომ არ იცოდნენ? არ მგონია ეს სწორი მიდგომა იყოს“, - გვითხრა საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აპლიკანტმა.

„რთული ნამდვილად არ იყო პრაქტიკული გამოცდა პირიქით მიმაჩნია, რომ უფრო რთულიც უნდა ყოფილიყო. ზოგადად მესმის, როცა ენა მშობლიური არ არის მასზე თავისუფლად მეტყველება უფრო რთულია. ადრე სკოლებში მოსწავლეებს მხოლოდ აზეპირებინებდნენ მოცემულ ტექსტებს და არავინ ფიქრობდა იმაზე, რომ რეალურად ესწავლებინათ მათთვის საუბარიც, გრამატიკაც და წერაც. ვფიქრობ, უფრო მეტი აქცენტი უნდა კეთდებოდეს სკოლებში სასაუბრო ინგლისურზე. ეს არ ნიშნავს, რომ გრამატიკა არ უნდა ისწავლებოდეს, ორივე ნამდვილად აუცილებელია, თუმცა ვფიქრობ თავიდანვე როცა აჩვევ ბავშვს საუბარს ის გაცილებით მარტივად ითვისებს შემდგომ უცხო ენას. აუცილებელია კლასებში თუნდაც უცხოენოვანი ფილმების, ვიდეოების ყურება, ბევრი ლაპარაკი. ძალიან კარგია უცხოელებთან კომუნიკაცია, თუნდაც ვიდეოქოლების საშუალებით. ასეთი მიდგომებით ვფიქრობ მოსწავლეც უფრო დაინტერესებული იქნება უცხო ენა ისწავლოს და შედეგიც გაცილებით კარგი გვექნება. დაზეპირებული ტექსტების მოყოლით და მშრალი გრამატიკით, რომლის შინაარსიც ბოლომდე არ გესმის, უცხო ენას ვერ ისწავლი. მე ამ მხრივ გამიმართლა და თავიდანვე კარგად ავუღე ალღო, სკოლიდან მოყოლებული დამატებითაც ვემზადებოდი და დღეს ნამდვილად კარგად ვფლობ ინგლისურს, მაგრამ ვისურვებდი, რომ ამ დონის განათლების მიღება სკოლიდან შეიძლებოდეს“, - განაცხადა მასწავლებლობის მსურველმა.

მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები დღეს სრულდება. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის დაკავებული, სტუ-ში ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე იყო დასაქმებული

რა შემთხვევაში გაუთანაბრდება მაგისტრის ხარისხს 4-წლიანი უმაღლესი განათლების დიპლომი

ცნობილია, როგორ შეიცვალა 180 კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის აგებულების პრინციპი

რა შემთხვევაში არ არის ვალდებული მოსწავლე ფორმა ატაროს 

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

ვიქტორინა საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა

ხის დარგვის პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები და თანამშრომლები

2015-2016 წლებში დაბადებულ ჭაბუკებს შორის გამართულ შეჯიბრში ჭალადიდის საჯარო სკოლის გუნდმა ღირსეულად იასპარეზა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება