სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საქართველოში მასწავლებლის დაბალ ხელფასს პედაგოგების სიჭარბე განაპირობებს - კვლევა ანაზღაურებასა და ნაკლებ სამუშაო საათებზე
30-07-2020
-
+


მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად გვესმის რამდენად პრიორიტეტულია განათლება ხელისუფლებისთვის, სისტემის ირგვლივ მაინც უამრავი კითხვის ნიშანი რჩება და არც სხვადსხვა კვლევა იძლევა დამაიმედებელ შედეგებს.

ერთ-ერთი კვლევა GALT&TAGGART-მა გამოაქვეყნა, რომელიც განათლების სფეროში არსებული საკითხების მოკლე და დასაბუთებულ მიმოხილვას მოიცავს და მიუხედავად იმისა, რომ განათლების შემოსავალმა 2019 წელს 2 მლრდ ლარი შეადგინა, პროფესიული კადრების კუთხით არცთუ სახარბიელო მდგომარეობა გვაქვს და ამას რამდენიმე ახსნა მოეძებნება:

პირველ ყოვლისა, კვლევის მიხედვით, საქართველოში მასწავლებლების რაოდენობა საკმაოდ მაღალია იმის მიუხედავად, რომ ეს რიცხვი 2009-2019 წლებში 20%-ით შემცირდა - ერთ მასწავლებელზე მოდის 9 მოსწავლე მაშინ, როცა ევროკავშირში ეს მაჩვენებელი 12-ია.

კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ მასწავლებლები საქართველოში უფრო ნაკლებ საათს მუშაობენ (კვირაში 25.3 საათი), ვიდრე სხვა ქვეყნებში (38.8 - OECD), თუმცა „ხარისხი რჩება მთავარ პრობლემად, რადგან როგორც კერძო, ასევე საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებებს უჭირთ კვალიფიციური პერსონალის დაქირავება“.

რა არის მიზეზი, რომ საქართველოს არ ჰყავს საჭირო რაოდენობის კვალიფიციური მასწავლებელია? - კვლევის მიხედვით, ამ საკითხს განაპირობებს დაბალი ანაზღაურება:

„მასწავლებელთა სიჭარბიდან გამომდინარე იგი ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი პროფესიაა საქართველოში  - 2020 წლის პირველ კვარტალში განათლების სექტორში საშუალო ხელფასმა 726 ლარი შეადგინა, რაც 40%-ით ნაკლებია ქვეყნის საშუალო ხელფასზე“.

აქედან გამომდინარე, ახალგაზრდები ნაკლებად ინტერესდებიან ამ პროფესიით და შესაბამისად, საქართველოში ასაკოვანი მასწავლებლები ჭარბობენ - „50 წელზე მეტი ასაკის მასწავლებლების წილი საქართველოში გაიზარდა 11.5 პროცენტული პუნქტით და ჯამური რაოდენობის 48.5%-ს მიაღწია 2011-18 წლებში მასწავლებელთა ასაკის გაახალგაზრდავების მიზნით, მთავრობამ პედაგოგთა საპენსიო სქემა დანერგა. პროგრამის მიხედვით პენსიაზე გასული მასწავლებელი მიიღებს 2 წლის ხელფასს. 2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით, 6,500-მა პედაგოგმა დატოვა სამსახური პროგრამის ფარგლებში.

გარდა ამისა, 2019 წელს 1,900 ახალგაზრდა პრაქტიკოსი შეუერთდა განათლების სისტემას, რამაც დადებითად იმოქმედა ასაკობრივ სტრუქტურაზე. გარდა ამისა,  საქართველოს მთავრობა გეგმავს ეტაპობრივად გაზარდოს მასწავლებელთა ანაზღაურება 1,800 ლარამდე 2023 წლისთვის, ეფექტურობის ზრდისა (სამუშაო საათები/საგნები ერთ მასწავლებელზე) და პროფესიული განვითარების საფუძველზე“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება