| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქარელის მუნიციპალიტეტის ძლევიჯვრის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, თემაზე - „პრობლემის მოგვარება“ გამართულ ტრენინგში მონაწილეობდნენ.
ტრენინგი ღია სივრცეში სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა. მიწვეულ მიწვეული სტუმრის სტატუსით ტრენინგს ესწრებოდა ადგილობრივი რესურსცენტრის უფროსი გიორგი კობახიძე.
ტრენინგის მიზანი იყო ახალგაზრდებს დახმარებოდა შემდეგი მიმართულებებით განვითარებაში:
პრობლემის იდენტიფიცირების და პრობლემის მთავარი მიზეზის სწორად განსაზღვრის უნარი;
პრობლემის შემოქმედებითად გადაწყვეტის მიდგომა და ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი;
საკუთარი უნარ-ჩვევების და ცოდნის მოცულობა;
თავდაჯერება პრობლემის გადაჭრისათვის;
ტრენინგის თემატიკა
პრობლემის იდენტიფიცირება
პრობლემის მოგვარება კრეატიული გზით
პრობლემის გადაწყვეტაზე მორგებული სავარჯიშო
ტრენერები იყვნენ : საზოგადოება „ბილიკის“ ორგანიზაციული განვითარების მენეჯერი - მაკა სარიშვილი და
საზოგადოება „ბილიკის“ ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელი - ლელა მინდიაშვილი.
სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. შიდა ქართლში და სამცხე-ჯავახეთში პროგრამის პარტნიორია საზოგადოება „ბილიკი“ , პროგრამის ფარგლებში ორგანიზაცია 28 სკოლას გაუწევს დახმარებას სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება
საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
პედაგოგმა ლუსინე თუმასიანმა მოსწავლეებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო, საზეიმო თუ შემოქმედებითი აქტივობები შესთავაზა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა