სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ძევრის საჯარო სკოლის ეზოში კინოჩვენება გაიმართა
28-07-2020
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის ძევრის საჯარო სკოლის ეზოში ფილმ „ჰაჩიკოს“ ჩვენება გაიმართა. ჩვენების მიზანი ცხოველების მიმართ სიყვარულის და მზრუნველობის გაღვივება იყო. ფილმი, რომელიც რეალურ ამბავზეა დაფუძნებული, ცხოველების და ადამიანების წარმოუდგენელ ურთიერთობებზე მოგვითხრობს.

სკოლას თავისი ჰაჩიკო ჰყავს. 2017 წელს ზამთარში სკოლაში მიუსაფარი, მშიერი ძაღლი მივიდა, რომელიც სკოლამ გაძვალტყავებული შეიფარა. ძაღლს ყველა საკვებით ამარაგებდა და ეფერებოდა. მას ისე მოეწონა „ახალი თავშესაფარი“ რომ იქ დაბინავდა.

„რომ მივდიოდი დილას, ყოველდღე, ცხრის ნახევარზე მიცდიდა ჭიშკართან ნაძვის ძირში შაბთსაც, კვირასაც, არდადეგებზეც. შემდეგ ვაკითხავდი და საოცარი რამ იყო ჩვენი შეხვედრა. ახლაც ასეა, დილას რომ გველოდებოდა ყოველდღე, დავარქვით ჰაჩი, ცნობილი შიბუიას სადგურის დრამის გმირის სახელი. ამ ხნის განმავლობაში მოსწავლეებმა უამრავი აქტივობა განახორციელეს, რაც ცხოველების მიმართ გულთბილ დამოკიდებულებას გულისხმობდა და ახლა ჩემი სკოლის არცერთი მოსწავლე არ ძალადობს მიუსაფარ, უპატრონო ცხოველებზე, პირიქით, ლუკმას უყოფენ მათ...საქვეყნოდაა ცნობილი ძევრის სკოლის ყვითელი ძაღლი ჰაჩიკო, მას არავითარი საფრთხე არ ემუქრება...ფილმიც ამიტომ ვაჩვენეთ დიდებს, რომ ბევრ რამეში მიბაძონ პატარებს ცხოველებთან დამოკიდებულებაში...ამ ღონისძიებაზე მოწვეული გვყავდა ქალბატონი გულნაზი დევიძე, რომელიც ჩვენს სოფელში გამორჩეულია ცხოველებთან გულთბილი დამოკიდებულებით. ის ახლა 17 მიუსაფარ ძაღლს პატრონობს საკუთარი ხარჯებით...ფილმს ფასილიტაცია გავუწიეთ მე და ჩემმა მოსწავლეებმა და კიდევ ერთხელ მოვუწოდეთ მოსახლეობას, დაიცვან მიუსაფარი ცხოველები“,-ამბობს სკოლის დირექტორი მანუჩარ ფანჩულიძე.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება