სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საბავშვო ბაღების ფანჯრებზე დამცავი კონსტრუქციების დამონტაჟება იგეგმება
26-09-2017
-
+


თბილისის ბაღების მართვის სააგენტოში, მოქალაქეების ნაწილის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც საბავშვო ბაღების ფანჯრებსა და აივნებზე გისოსების დამონტაჟებას ეხება, განმარტებას აკეთებენ. 

როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ აღნიშნა, ბაღების ფანჯრებზე გისოსების დამონტაჟება სახანძრო უსაფრთხოებიდან გამომდინარეა აკრძალული, კერძოდ, სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის №370 დადგენილებით. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

თუმცა, თემურ თორდინავას განცხადებით, დადგენილებაში საუბარია ყრუ გისოსების გამოყენების დაუშვებლობაზე. მისივე ინფორმაციით, ბაღების შენობების ფანჯრებზე ე.წ. მოძრავი ანუ გასაღები გისოსების დამონტაჟების თაობაზე განხილვა უკვე დაწყებულია.
 
''ისეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რომ არ დავარღვიოთ სახანძრო უსაფრთხოების, ასევე ოთახების განათებისა სტანდარტები, და ამავდროულად გავაძლიეროთ ბავშვების უსაფრთხოება'', - აღნიშნა ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა.

25 სექტემბერს ზემო ფონიჭალაში 206-ე ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა. საქმეზე გამოძიება შსს-მ 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ეს დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ორ წლამდე ვადით ანდა ორ თვემდე პატიმრობით.

რაც შეეხება ვიდეოკამერებს, მისი განმარტებით, თბილისის ბაღების 97%-ში კამერები დამონტაჟებულია, დანარჩენ ნაწილში კი კამერებით აღჭურვის პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. კამერები ბაღების გარე პერიმეტრის გარდა, დერეფნებსა და ოთახებში დამონტაჟდება.

შეგახსებეთ, რომ გუშინ თბილისის N206 ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა. მისი მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა. მომხდარის გამო დირექტორი და ორი აღმზრდელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მოსწავლეებს ჩინეთში შეკერილი ფორმები ეცმევათ - სამინისტრო დეტალებზე

ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

მანდატურების ფორმა იცვლება - მინისტრის ბრძანება ძალაშია

ანაზღაურება 3040 ლარია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნა 2 ივლისის ჩათვლით შეგიძლიათ

მასწავლებლის საგამოცდო ქულა ამ დოკუმენტში უნდა ჩაიწეროს - ბრძანება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება