| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებლის სახლი საქართველოს ყველა მასწავლებლის გადამზადებას 4 მიმართულებით აპირებს - ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ განაცხადა.
შუკაკიძის განმარტებით, ისტი, ინკლუზია, კვლევა და დემოკრატიული ღირებულებები არის ის მიმართულებები, რომლებშიც მასწავლებლები ეტაპობრივად გადამზადდებიან.
„მასწავლებლების გადამზადების მხრივ ჩვენ რამოდენიმე გამჭოლი მიმართულება გვაქვს: ეს არის ისტი ანუ ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, სპეციალური განათლება ანუ ინკლუზია, კვლევა და დემოკრატიული ღირებულებები. ოთხი ძირითადი მიმართულება, რომლებშიც მასწავლებლის სახლი თანმიმდევრულად შემდგომი სამი წლის განმავლობაში საქართველოს ყველა მასწავლებელს შესთავაზებს უფასო ტრენინგს და გადაამზადებს ამ საკითხებში“, - განაცხადა ბერიკა შუკაკიძემ.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სტუდენტის სტატუსის შეჩერების ახალი წესი
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება