სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გამოფენა ''არ დაკარგულა'' გაიხსნა
26-09-2017
-
+


„მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის“ ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნულ   სამეცნიერო   ბიბლიოთეკაში გამოფენა „არ დაკარგულა“ გაიხსნა. ღონისძიება საქართველო-გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავს ეძღვნება.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამეცნიერო ბიბლიოთეკის საცავებში აღმოჩნდა გერმანიის ბიბლიოთეკების  100 000  წიგნი  სხვადასხვა  ენაზე.  1997  წელს  ერთობლივი  პროექტის შედეგად მოხდა ამ წიგნების თავდაპირველი მფლობელისთვის დაბრუნება. ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას დარჩა მხოლოდ    წიგნების სატიტულო ფურცლების ქსეროასლები.

20 წლის შემდეგ, ბიბლიოთეკამ ციფრულ ფორმატში გადაიყვანა ყველა ეს სატიტულო ფურცელი  და  მალე  ელექტრონულად  განათავსებს  თავის  საიტზე,  დღეს კი, „მეცნიერებისა  და  ინოვაციების  ფესტივალის“  ფარგლებში, მათგან  1000  ყველაზე  საინტერესო, გამოფენის   სახით   წარმოუდგინა   მნახველს.   ამავე   დღეს,  ბიბლიოთეკაში აღმოჩენილი კიდევ რამდენიმე წიგნი გადაეცა გერმანულ   მხარეს.

გამოფენის  გახსნის ცერემონიას დაესწრო და შეკრებილ აუდიტორიას მიმართა  განათლებისა  და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ დიპლომატიური  კორპუსის, უმაღლესი სასწავლო დაწესებულების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

„არ დაკარგულა“ - გერმანული წიგნების სატიტულო ფურცლების გამოფენა 25 სექტემბრიდან 4   ოქტომბრის ჩათვლით იმართება.

ეროვნული  სამეცნიერო  ბიბლიოთეკა  ყველაზე  მდიდარი  ბიბლიოთეკაა  საქართველოში,  რომელიც  ფლობს  4 მილიონამდე წიგნად ფონდს, უახლეს და რარიტეტულ ეგზემპლარებს, აგრეთვე  20 000 ელექტრონულ ჟურნალს, 100000 უცხოურ   ელექტრონულ   წიგნს, 22 მილიონ   პატენტს,  400 საზღვარგარეთ დაცული ქართული ხელნაწერის მიკროფირს. ბიბლიოთეკა ემსახურება საქართველოში მეცნიერების განვითარების ხელშეწყობას, განათლებისა და წიგნიერების დონის ამაღლებას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მოსწავლეებს ჩინეთში შეკერილი ფორმები ეცმევათ - სამინისტრო დეტალებზე

ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

მანდატურების ფორმა იცვლება - მინისტრის ბრძანება ძალაშია

ანაზღაურება 3040 ლარია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნა 2 ივლისის ჩათვლით შეგიძლიათ

მასწავლებლის საგამოცდო ქულა ამ დოკუმენტში უნდა ჩაიწეროს - ბრძანება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება