სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დაემატება თუ არა, აბიტურიენტთა უცხოური ენების ტესტს ლაპარაკის ნაწილი?
22-09-2017
-
+


გავრცელებული ინფორმაციით, აბიტურიენტთა უცხოური ენების ტესტს ლაპარაკის ნაწილი ემატება. ინფორმაციის დასაზუსტებლად Etaloni.ge შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინგლისური ენის სპეციალისტს თამუნა ფაღავას დაუკავშირდა. როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ლაპარაკის ნაწილი უცხოური ენების ტესტს, შესაძლოა, სამომავლოდ დაემატოს, წელს კი ეს დაგეგმილი არ არის:

''ლაპარაკის ნაწილი აბიტურიენტის უცხოური ენების ტესტს ამ წელს არ დაემატება. ზოგადად, ძალიან კარგია, როდესაც გამოცდაზე ყველა კომპონენტი არის - წერა, ლაპარაკი, მოსმენა, გრამატიკა. მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ საკმაოდ რთული ნაწილია, ჯერჯერობით თავს ვიკავებთ. სამომავლოდ სასურველი იქნება და გვინდა კიდევაც, რომ დაემატოს, რადგან ეს გამოცდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. როგორც გითხარით, ამ წლისთვის დაგეგმილი არ გვაქვს, თუ რამე შეიცვლება, ამის შესახებ აბიტურიენტებს წინასწარ ვაცნობებთ,'' - გვითხრა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინგლისური ენის სპეციალისტმა.

რაც შეეხება ლაპარაკის ნაწილის ტექნიკურ მხარეს, როგორც თამუნა ფაღავამ აღნიშნა, ამის გამოცდილება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს აქვს და ფორმატიც არსებობს:

''როგორც იცით, მასწავლებლების გამოცდის ტესტში გვაქვს ლაპარაკის ნაწილი. სწორედ ამას გამოვიყენებთ მოდელად. ტექნიკურად ვიცით, როგორ გავაკეთოთ და ამის გამოცდილებაც გვაქვს, ფორმატიც არსებობს,'' - აღნიშნა თამუნა ფაღავამ.

ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ ნებისმიერი სიახლეს Etaloni.ge ოპერატიულ რეჟიმში მოგაწვდით.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლებისთვის საგნის გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - მოუწევთ თუ არა თანხის გადახდა აპლიკანტებს

300-მდე ახალი ვაკანსია ბოლო 11 დღეში - რომელი საგნის მასწავლებლებზეა ყველაზე მეტი მოთხოვნა სკოლებში

აბიტურიენტებო - 11 აგვისტო NAEC-ში ატესტატის მიტანის ბოლო დღეა

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„ვულოცავთ მათ მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებსა და წინსვლას!“

„უმაღლესი შედეგებით ჩააბარეს ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება