| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა, შ.პ.ს. KEPKA-მ მიიღო მონაწილეობა, რომელმაც უწყებას ვაშლების შესაძენ თანხად 69 940 ლარი შესთავაზა.
კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, შ.პ.ს. KEPKA ერთ ცალ ვაშლს სამინისტროს 26.9 თეთრად მიაწოდებს. (დასარიგებელი ვაშლების რაოდენობა 10 სკოლაში 260 ათას ერთეულ შეადგენს). პრეტენდენტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ვაშლის სამ ჯიშს სთავაზობს: სემერენკოს, გოლდენსა და გრანისმიტს.
შ.პ.ს KEPKA ჯერჯერობით გამარჯვებული არ გამხდარა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მას დოკუმენტაციის წარდგენა მოსთხოვა. კერძოდ, პრეტენდენტმა 2 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია სხვადახვა სახელმწიფო ან/და კერძო უწყებებისათვის საკვები პროდუქციის მიწოდების 2 წლიანი გამოცდილების შესახებ (2015, 2016 წლები), აღნიშნული უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი დოკუმენტაციით (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი და ა.შ).
შეგახსენებთ, რომ შესყიდვების სახელმწიფო სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სატენდერო პირობების თანახმად, განათლებისა და მეცნიერენის სამინისტროს ტენდერი 260 ათასი ერთეული ვაშლის შესასყიდად ჰქონდა გამოცხადებული. პრეტენდენტი უფლებამოსილი იყო შეეთავაზებინა შემსყიდველისთვის ერთი ან რამდენიმე ჯიშის ვაშლი, რომლის ერთეულის ფასი იდენტური უნდა ყოფილიყო.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლებისთვის საგნის გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - მოუწევთ თუ არა თანხის გადახდა აპლიკანტებს
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
„ვულოცავთ მათ მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებსა და წინსვლას!“