სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რეგიონის ინკლუზიური განათლების სპეციალისტებისთვის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა
21-09-2017
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პროექტის „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისთვის“ ფარგლებში ინკლუზიური განათლების სპეციალისტების შესარჩევ კონკურსს აცხადებს.

პროექტი საშუალებას მისცემს რეგიონის სპეციალურ მასწავლებლებს, ინკლუზიური განათლების კოორდინატორებს და ფსიქოლოგებს გაიზიარონ თბილისის ყველაზე წარმატებულ სკოლებში ინკლუზიური განათლების პრაქტიკა, ნახონ თუ რა ფაქტორები განაპირობებს ინკლუზიური განათლების წარმატებას სკოლაში, დასვან შეკითხვები, შეისწავლონ სწავლების და სსსმ მოსწავლის კლასში/სკოლაში ინტეგრაციის ეფექტური სტრატეგიები.

კონკურსის შედეგად შერჩეული 30 ინკლუზიური განთლების სპეციალიტი მიმდინარე წლის ოქტომბერში შვიდ ინკლუზიურ სკოლაში განაწილდება, სადაც მათ ეყოლებათ სუპერვიზორები/ხელმძღვანელები. თითოეული სუპერვიზირი იმუშავებს 4/5 მასწავლებელთან.

რეგიონული სასწავლო ტური პირველად ცენტრის მიერ 2016 წელს განხორციელდა და აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად დაეხმარა სამიზნე ჯგუფს სამუშაოს დაგეგმვასა და განხორციელებაში.

რეგისტრაცია იწარმოებს 1 ოქტომბრის ჩათვლით.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიჰყევით ბმულს


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება