| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დღეს აბიტურიენტები მათემატიკის გამოცდას აბარებენ. მათმა მღელვარებამ რეგისტრაციის დაწყებისთანავე იმატა. რეგისტრაციის რიგში მდგომი აპლიკანტები ქართულისა და ისტორიის გამოცდასაც აფასებდნენ. მათი უმრავლესობა ფიქრობს, რომ ქართული მარტივი იყო, ისტორიის პირველი ვარიანტი „დამანგრეველი“, ამავე საგნის მესამე ვარიანტი კი „ტკბილი“.
„არც ისტორია ვიცი, არც მათემატიკა, ორივეს ვაბარებ იქნებ ზღვარი რომელიმეში გადავლახო. არ მოვმზადებულვარ ქართულიც ისე ჩავაბარე, მაგრამ ქართულში კარგი ქულის იმედი მაქვს. პირველად ვწერე ესე, არასდროს დამიწერია სკოლაში, საინტერესო ყოფილა სააზროვნო თემის დაწერა, ვფიქრობ, კარგ ქულას ავიღებ“.
„ვნერვიულობ. მათემატიკა ძალიან მიყვარს და ყოველთვის კარგად ვსწავლობდი, მაგრამ ახლა ძალიან ვღელავ“.
„ისტორიის პირველმა ვარიანტმა ისე “დამგრუზა” ახლაც მგონია, რომ პირველი ვარიანტის მათემატიკა საშინელება იქნება“.
„საკმარისი დრო აქვს დათმობილი მათემატიკას და მგონია, რომ მარტივად გავუმკლავდები. მართალია, უნივერსიტეტებს შიდა ბარიერი აქვთ დაწესებული, მაგრამ ზღვარი 12 ქულაა, თუ არ ვცდები, ამიტომ ვფიქრობ, ყველა გადალახავს. მე მინიმალური ქულა არ მინდა, მაქსიმალური ქულისთვის შევდივარ“.
„ისტორიის გამოცდაზე ისეთი ტკბილი და გემრიელი ტესტი შემხვდა, მესამე ვარიანტი ვიყავი. იღბლიანი ვარ და მათემატიკაც გამიმარტივდება“.
დღეს და ხვალ აბიტურიენტები მათემატიკას ჩააბარებენ, შემდეგ დღეებში კი ეროვნული გამოცდები სხვა საგნებში გაგრძელდება.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა