სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლების საპირფარეშოებში ჰიგიენის პრობლემა აღმოფხვრილია
21-09-2017
-
+


განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, სკოლების საპირფარეშოებში ჰიგიენის ნორმები დაცულია და მონიტორინგს რაიმე სახის დარღვევა ჯერ არ აღმოუჩენია. აღნიშნულთან დაკავშირებით სკოლებში მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობს.

„მდგომარეობა ყველგან მაქსიმალურად გამოსწორებულია. სადაც ადრე არ იყო სახარბიელო, იმ გაფრთხილების შემდეგ, რაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მხრიდან სკოლებს მიეცათ, ადმინისტრაცია ამ პროცესს მკაცრად აკონტროლებს. შედეგი ესაა - საპირფარეშოებში პრობლემა აღმოფხვრილია,“ - განაცხადა საინფორმაციო სააგენტო ''ინტერპრესნიუსთან'' საუბრისას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნატა ასათიანმა.  

მისივე თქმით, მონიტორინგი სკოლებში შემთხვევითი შერჩევით, წინასწარი გაფრთხილების გარეშე შედის. 

რაც შეეხება სანქციებს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ნატა ასათიანის თქმით, თავდაპირველად იგი გაფრთხილებას ითვალისწინებს. განმეორების შემთხვევაში კი იმის მიხედვით მოქმედებენ, თუ რა ტიპის დარღვევაზეა საუბარი.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება