სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლებისთვის მასტერკლასზე რეგისტრაცია გამოცხადდა
20-09-2017
-
+


შვეიცარული ფონდის artasfoundation-ისა და ადგილობრივი ორგანიზაციის - წყალტუბოს დევნილ ქალთა ინიციატივით, ტარდება წყალტუბოს მეხუთე ხელოვნების ფესტივალი.

ფესტივალზე საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლებისთვის მასტერკლასი ჩატარდება.

მასტერკლასის ფარგლებში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლებისთვის წარმოდგენილი იქნება დაწყებითი და საბაზო საფეხურის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილის ნიმუშები. მასწავლებელები გაეცნობიან საგაკვეთილო პროცესში თანამედროვე ვიზუალური კულტურის გამოყენების გზებს და ამ კულტურის კრიტიკული გააზრების მოდელებს. მასწავლებლები მათთვის პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით მიიღებენ რეკომენდაციებს.

მასტერკლასები საგანგებოდ ებმის წყალტუბოს ხელოვნების ფესტივალს. სამდღიანი მასტერკლასის შემდეგ მასწავლებლები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების კონსულტანტთან ერთად გაეცნობიან და დაესწრებიან ფესტივალის ფარგლებში ჩატარებულ სხვადასხვა სამუშაო შეხვედრას, მათ შორის ექსპერიმენტული კინო კლუბის, ლენდ არტის, მეორადი მასალების გამოყენების ვორქშოფებს, ასევე სოციალური საბავშვო თეატრის „აიწონა-დაიწონას“ წარმოდგენას და შემაჯამებელ შეხვედრაზე იმსჯელებენ აღნიშნული პრაქტიკების საგაკვეთილო პროცესში გამოყენების გზებზე.

მასტერკლასის ჩატარების ადგილი:  სსიპ - ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს №1 საჯარო სკოლა.

მასტერკლასის ჩატარების დრო/თარიღი:  3 დღე, დღეში 3 საათი. (2017 წლის 25-27 სექტემბერი).

ფესტივალის სამუშაო შეხვედრები:  2017 წლის 27 სექტემბერი - 01 ოქტომბერი.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს

მასტერკლასს დაესწრება პირველი 25 დარეგისტრირებული მასწავლებელი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლებისთვის საგნის გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - მოუწევთ თუ არა თანხის გადახდა აპლიკანტებს

300-მდე ახალი ვაკანსია ბოლო 11 დღეში - რომელი საგნის მასწავლებლებზეა ყველაზე მეტი მოთხოვნა სკოლებში

აბიტურიენტებო - 11 აგვისტო NAEC-ში ატესტატის მიტანის ბოლო დღეა

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„ვულოცავთ მათ მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებსა და წინსვლას!“

„უმაღლესი შედეგებით ჩააბარეს ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება