სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N54 საჯარო სკოლის მოსწავლეები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საპილოტე პროგრამაში ჩაერთვნენ
10-07-2020
-
+


სოფიკო ჭიაურელის სახელობის თბილისის N54 საჯარო სკოლის მოსწავლეები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საპილოტე პროგრამაში ჩაერთვნენ. თამაშზე დაფუძნებულ საგანმანათლებლო პლატფორმას „Minecraft Education Edition“ ჰქვია.

მოსწავლეებს განსაკუთრებულად მოეწონათ მათემატიკის პედაგოგის დავალებები, რომლის მიხედვითაც მათ პროგრამაში ახალი სამყარო უნდა შეექმნათ. თამაშით მოსწავლეებს საშუალება აქვთ, სამგანზომილებიანი ფიგურები ააგონ. ასეთი სწავლებით მოსწავლეებს მათემატიკის თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გადააქვთ.

მათემატიკის მასწავლებელი ელისაბედ წერეთელია.

სკოლის დირექტორი ქეთევან ჩოქური მოსწავლეების ახალ პროგრამაში ჩართვით კმაყოფილია და აღნიშნავს, რომ ახალი მეთოდით სწავლების შედეგი უკვე გამოჩნდა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, სკოლებში „Minecraft Education Edition“-ის საპილოტედ დანერგვის პროცესი მიმდინარეობს. პროექტი პირველ ეტაპზე ახალი სკოლის მოდელში ჩართული სკოლების სასწავლო პროცესში „Minecraft Education Edition“-ის პილოტირების რეჟიმში ინტეგრირებას გულისხმობს.

ახალი სასწავლო წლიდან 150-ზე მეტ სკოლაში საპილოტე რეჟიმში მაიკროსოფტის საგანმანათლებლო პროგრამა "Minecraft Education Edition“ დაინერგება, რაც სასწავლო პროცესს უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს გახდის.

„Minecraft Education Edition“ – თამაშზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელსაც სკოლის პედაგოგები სხვადასხვა საგნის სწავლების დროს იყენებენ. იგი ხელს უწყობს მოსწავლეებში სივრცითი, ლოგიკური და შემოქმედებითი უნარების, ასევე კრიტიკული აზროვნების განვითარებას.

ეს იდეალური პროგრამაა მოსწავლეებთან კომპლექსურ დავალებებზე სამუშაოდ. მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ საგანში ცალკე ან ინტეგრირებულად.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

2027 წლის აბიტურიენტებს ახალი გამოცდა ემატებათ - NAEC დეტალებზე 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება