სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„რადიოთი გადაიცემა გამოცდები? რომელ სიხშირეზე?; თუ ჩაიჭრები, სკუტერს გიყიდი და კურიერად იმუშავებ-მეთქი“ - მშობლების ფრთიანი ფრაზები
09-07-2020
-
+


ეროვნული გამოცდების მორიგ დღეს გულშემატკივართა „მარგალიტების“ გარეშე არ ჩაუვლია. ჯერ იყო და პირველი აბიტურიენტი, რომელიც არასრულ ერთ საათში გამოვიდა გამოცდიდან, ალყაში მოაქციეს და წამში 120 კითხვა დააყარეს, რომლებიც ძირითადად საკითხებს შეეხებოდა, მაგრამ ახალგაზრდამ მათი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება ვერაფრით შეძლო - ნურაფერს მეკითხებით, არაფერი მახსოვს - იყო ესე, კიდევ რაღაც ლექსი, პროგრამული რა შემხვდა, არც ეგ მახსოვს - ასეთი ლაკონური პასუხებით შემოიფარგლა და წავიდა.

შემოეყარათ მშობლებს გულზე - ნეტა რა საკითხები შეხვდათ, ბავშვმა პასუხიც რომ ვერ გამოიტანა წესიერადო; მეორე აპლიკანტმა კი ისეთი სახით გაარღვია გულშემატკივართა კორდონი, კითხვის დასმაც ვერავინ გაუბედა. სამაგიეროდ, გოგონამ, რომელიც დაახლოებით ორ საათში გამოვიდა გამოცდიდან, თქვა, რომ პროგრამული ნაწილიდან შეხვდათ ნიკო ლორთქიფანიძის „შელოცვა რადიოთი“ - გამოცდა ადვილი არ იყო. არავინ თქვას, რომ საკითხების დაწერა გაუადვილდა. იყო რთული და საკმაოდ დავიბენი. არ ველოდი, „შელოცვა რადიოთი თუ შემხვდებოდა“, - გოგონას კიდევ რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ ვინ აცალა - რა რადიო, - მომესმა ზურგსუკან, - რადიოთი გადაიცემა გამოცდები? რომელ სიხშირეზე?! - ვიღაც ქალი ბოლო ხმაზე ყვიროდა და ვერც იმას აცნობიერებდა, რომ შელოცვა რადიოთი იყო მოთხრობა.

აქ კი დაიზაფრნენ გულშემატკივრები - არ მოსწონს ჩემ შვილს ეგ მოთხრობა და ნეტა როგორ დაწერს? - ქოთქოთებდა ერთი; რა უბედურებაა ეს, რა ლექსი შეხვდათ? - მხარს უბამდა მეორე მშობელი, თუმცა ლექსის ვერც ავტორი გაარკვიეს და ვერც სახელწოდება. ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა, გაირკვა, რომ გამოცდაზე გეგეჭკორის „მე-19 საუკუნის მხატვრები“ შეხვდათ  და აქ პანიკის შეტევის კიდევ ერთი სცენა გათამაშდა - ალო, ალო, დათო, ბავშვს მე-19 საუკუნის მხატვრები შეხვედრია. დავიღუპეთ. ფერწერაში საერთოდ ვერ ერკვევა, რა იცის მაგან იმპრესიონიზმის... - ვიღაც ქალი ტელეფონში ბოლო ხმაზე უკიოდა მოსაუბრეს.

ჩოჩქოლი არ ცხრებოდა - პატრულს ქუჩა გადაკეტილი ჰქონდა და სკოლის სიახლოვეს არავის უშვებდნენ, რაც ცალკე უკმაყოფილების საგანი გახდა - სად დავდგეთ, აბა?! მზეში დავიხრუკოთ?! - აპროტესტებდნენ შეზღუდვებს და ამასობაში, ერთ-ერთი აბიტურიენტის მამამ ყველა დაამშვიდა - არ ინერვიულოთ, თუ ვერ ჩააბარებენ. მე მაგალითად, ჩემ შვილს დავპირდი, თუ ჩაიჭრები, სკუტერს გიყიდი და კურიერად დაგაწყებინებ მუშაობას-მეთქი. თან თავის გონებამახვილობაზე ისე გულიანად გადაიხარხარა, რომ არ გაგეღიმა, პირდაპირ უხერხული იყო. „მამა ენაცვალოს“, - გავიფიქრე გულში... ბედნიერი ბავშვია, მამიკომ დაასაქმა უკვე.

დრო გადიოდა, დუღილის ტემპერატურაც იმატებდა და კიდევ ერთი უცნაურობა, რაც დავაფიქსირე, ის იყო - რა სახით გამოდიოდნენ აპლიკანტები გამოცდიდან. გასაგებია, სტრესი, ეიფორია ბევრს ნიშნავს, მაგრამ - არაფერი მკითხოთ, არ მომეკაროთ! - ცოტა არ იყოს, უსიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებდა, მით უმეტეს, როდესაც გამოცდები ახლახან დაიწყო და გარე პერიმეტრიც სავსე იყო მშობლებით, ნერვული აშლილობის ზღვარზე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება