სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გავუფრთხილდეთ ფაუნას“-ნაკაიძეების საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა საინტერესო აქტივობა განახორციელეს
09-07-2020
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის ნაკაიძეების საჯარო სკოლის ეკოკლუბ „მარჯანის“ წევრებმა განახორციელეს აქტივობა თემაზე: „გავუფრთხილდეთ ფაუნას“. მათ ისაუბრეს სოკოს დადებით თვისებებზე, მოიძიეს ინფორმაციები და თანატოლებს სოკოს დადებითი თვისებები გააცნეს.

„სოკოს დაახლოებით 3000-მდე სახეობა არსებობს, ამათგან ჯანმრთელობისთვის საშიშია დაახლოებით 50. უძველესი დროიდან სოკო შეუცვლელი იყო ნებისმიერ სადღესასწაულო თუ ყოველდღიურ სუფრაზე, განსაკუთრებით მარხვის დროს. სოკო შეიძლება მოხარშოთ, შეწვათ, გაახმოთ და დაამწნილოთ. სოკო შეიცავს უამრავ ცილას, საკმარისია შეჭამოთ ძალიან ცოტა და შიმშილის გრძნობა გაქრება. სოკო B ჯგუფის ვიტამინების წყაროა, შეიცავს სხვადასხვა მიკროელემენტს (სპილენძს, იოდს, თუთიას, ფოსფორს), ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს, ებრძვის ვირუსულ ინფექციებს.

უძველესი დროიდან ხალხს მიაჩნდა, რომ თეთრი სოკო კურნავს გულს, ორგანიზმს მატებს ტონუსს, აქვს ბაქტერიციდული თვისებები, ხის სოკო სასარგებლოა თირკმლებისთვის: ქამა, მანჭკვალა, ზეთიანა - შველის თავის ტკივილს, ამასთან, მანჭკვალა მსუბუქი გამხსნელია. არყა აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, მელისყურა - შველის რადიკულიტს.

ქამა სოკო დედამიწაზე ყველაზე ფართოდ გავრცელებული სოკოა. მას უამრავ ქვეყანაში მიირთმევენ. მისგან უგემრიელესი კერძები მზადდება. სოკოების უმრავლესობა სათბურის პირობებში არ იზრდება, აი, ქამა სოკო კი შესანიშნავად კულტივირდება არათუ სპეციალურ სათბურებში, სახლის პირობებშიც კი. თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა, სოკო წელიწადში რამდენჯერმე გამოვზარდოთ. თუ სარდაფის ტიპის სათავსოში უზრუნველყოფილი იქნება სათანადო პირობები - ვენტილაცია და მუდმივი ტემპერატურული რეჟიმი.

ქამა სოკოს შემადგენლობის 92% წყალია, დანარჩენი კი - ძალზე ფასეული საკვები ნივთიერებები, მათ შორის - PP, E, D ვიტამინები, რკინა, ფოსფორი, კალიუმი და თუთია, ხოლო B ჯგუფის ვიტამინების შემცველობით ის ბოსტნეულსაც კი ჯაბნის.

გარდა ამისა, ქამა სოკო მდიდარია ადვილად ასათვისებელი ცილებით (32%), ამინმჟავებით. ქიმიური ანალიზი მოწმობს, რომ იგი შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო ამინმჟავების მთელ სპექტრს, მათ შორის - ტრიფტოფანს, ლიზინს, ცესტეინს, ცისტინს. ქამა სოკო დაბალკალორიული პროდუქტია (100 გრამის ენერგეტიკული ღირებულება არ აღემატება 27 კილოკალორიას), ამიტომ მას ხშირად რთავენ დიეტურ კვებაში. ფართოდ იყენებენ უმარილო დიეტის დროსაც, რადგან ნატრიუმი მასში ძალიან ცოტაა. ქამა სოკო მეტად სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, რადგან თითქმის არ შეიცავს შაქარსა და ცხიმს. ქამაში აღმოჩენილია ქოლესტერინული ბალთების დამშლელი ნივთიერებები და დადგენილია, რომ მისი რეგულარული ჭამა ამცირებს ათეროსკლეროზისა და ინფარქტის განვითარების რისკს. ქამა სოკოს შემადგენლობაში შემავალი ლიზინი და არგინინი აუმჯობესებს გონებრივი შრომის უნარს და მეხსიერებას. რიბოფლავინი და თიამინი ხსნის თავის ტკივილს, პანტოთენის მჟავა კი - დაღლილობას. სპეციალისტები ქამა სოკოს ანტისიმსივნურ თვისებებზეც მიუთითებენ. სასარგებლოა არა მხოლოდ ცოცხალი, არამედ გამომშრალი (გამხმარი) სოკოც. ხმელი სოკოს ჭამა განსაკუთრებით რეკომენდებულია ღვიძლის ანთებითა და კუჭის წყლულოვანი პათოლოგიით დავადებულთათვის. ქამა სოკო უნიკალური საკვებია ქალებისთვის - აფერხებს კანის დაბერებას და აუმჯობესებს გარეგნობას. მისგან სახის ნიღბებსა და სხვა კოსმეტიკურ პრეპარატებსაც ამზადებენ. გახსოვდეთ: ქამას ძალიან ჰგავს ბევრი შხამიანი სოკო, ამიტომ კრეფისას დიდი სიფრთხილეა საჭირო.

იმედია მკითხველს მოეწონება კლუბ „მარჯანის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციები სოკოს სასარგებლო თვისებების შესახებ.
სკოლის მიმდებარე ტყეში კლუბის წევრები ხშირად მოიპოვებენ სასარგებლო სოკოებს“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება