სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს!
19-09-2017
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. 

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრანტობის კანდიდატის ჩარიცხვა ფორმდება შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მაგისტრანტობის კანდიდატს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

იმ მაგისტრების თაობაზე, რომლებთანაც გაფორმდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ხელშეკრულებები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სსიპ - შფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 2017 წლის 04 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გამოიგზავნოს რექტორის ერთიანი აქტი, სადაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საერთო სამაგისტრო გამოცდის საიდენტიფიკაციო კოდი, საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზეც მაგისტრანტმა მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება.

სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების მიზნით, ზემოაღნიშნულ ინფორმაციასთან ერთად გთხოვთ წარმოადგინოთ ინფორმაცია -  საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისა და შესაბამის პროგრამაზე სწავლის საფასურის თაობაზე.

გრანტს ვერ მოიპოვებს ის მაგისტრი, რომელმაც მოიპოვა შესაბამისი ქულა საერთო სამაგისტრო გამოცდაში, მაგრამ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, რომლის მაგისტრატურაში ჩაირიცხა პირი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ერთიანი აქტი ცენტრს არ მიაწოდა ან მიაწოდა დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება