სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2017-2018 სასწავლო წლისთვის სკოლებში წიგნების 60% განახლდა
19-09-2017
-
+


2017-2018 სასწავლო წლისთვის წიგნების 60% მთლიანად განახლდა, 40% კი, გამოყენებული წიგნები დარჩა. ამის შესახებ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში განაცხადეს. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

''კანონით განსაზღვრულია კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც საჯარო სკოლამ უნდა შეაფასოს წიგნის ვარგისიანობა. სკოლებს ეს მონაცემები შეჰყავთ სამინისტროს სპეციალურ ბაზაში, რომლის მიხედვითაც ვიგებთ კონკრეტულ სკოლას, რა რაოდენობის ახალი სახელმძღვანელო სჭირდება. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როდესაც საჯარო სკოლების მიერ ბაზაში შეტანილი ინფორმაცია არ არის სწორი, რაც შემდგომში იწვევს ნაკლოვანებებს, ზოგიერთ მოსწავლეს ხვდება იმდენად ნახმარი წიგნი, რომ მშობელს პრეტენზია უჩნდება. ეს პრობლემა არ დარეგულირდება, თუ საჯარო სკოლამ არ შეასრულა ის მოვალეობა, რაც მას აქვს დაკისრებული და სათითაოდ არ გადაფურცლა ყველა სახელმძღვანელო'', - განაცხადა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველმა მოადგილემ გიორგი შალუტაშვილმა. 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ახალი სასწავლო წლისთვის დაახლოებით 7 819 401 ლარის ღირებულების წიგნი შეიძინა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლებისთვის საგნის გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - მოუწევთ თუ არა თანხის გადახდა აპლიკანტებს

300-მდე ახალი ვაკანსია ბოლო 11 დღეში - რომელი საგნის მასწავლებლებზეა ყველაზე მეტი მოთხოვნა სკოლებში

აბიტურიენტებო - 11 აგვისტო NAEC-ში ატესტატის მიტანის ბოლო დღეა

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„ვულოცავთ მათ მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებსა და წინსვლას!“

„უმაღლესი შედეგებით ჩააბარეს ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება