| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მსოფლიო პანდემიის ფონზე, იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლას არ შეუწყვეტია სამეცნიერო საქმიანობა. სკოლის ადმინისტრაციამ მოახერხა და დისტანციური სწავლების რეჟიმში, მე-112 კლასის მოსწავლეთა ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა ონლაინ-კონფერენცია თემაზე „უძილობა მოზარდებში“.
„კონფერენციას ესწრებოდნენ სხვადასხვა კლასის მოსწავლეები, ეკოკლუბ „ედელვაისის“ წევრები, მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე თინათინ გელაზანია; პროექტის ხელმძღვანელი, პედაგოგი მარინე რუსაძე, კლასის ხელმძღვანელი სოფიო ტყეშელაშვილი, საბუნებისმეტყველო კათედრის პედაგოგები ნანა მესხორაძე, ნათია შვანგირაძე, მარინე ჭეიშვილი, სკოლის დირექციის წარმომადგენლები.
კონფერენციას მიესალმა და წარმატებები უსურვა კომპანია „LJ-ის“ დირექტორმა, ბატონმა ზაზა ლომინაძემ. ასევე, მან ისაუბრა უძილობის გამომწვევ ფაქტორებზე და იმ რისკებზე, რაც შეიძლება ამ პრობლემის შედეგად განვითარდეს მოზარდებში. მოსწავლეებმა ისარგებლეს შემთხვევით და ბატო ზაზას დაუსვეს რამდენიმე შეკითხვა საქართველოში კოვიდ-ინფექციით გამოწვეული ეპიდსიტუაციისა და რეკომენდაციების შესახებ; მით უფრო, რომ კლინიკა „ლჯ და კომპანია - ფილტვის და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრი“ თვეების მანძილზე დგას იმერეთის რეგიონში ინფექციასთან ბრძოლის ავანგარდში.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ: ზურა ჟორჟოლიანი, მარიამ ჭეიშვილი, ანანო სვანიძე, ნელიკო ბაკურაძე, ნინი თავხელიძე, ბარბარე სვანიძე, ნია სინატაშვილი. მომხსენებლებმა დეტალურად ისაუბრეს, რა არის უძილობა; ასევე, უძილობის ტიპებზე, უძილობით გამოწვეული ფიზიოლოგიური ცვლილებებზე მოზარდის ორგანიზმში, რეკომენდაციებზე. ასევე, მათ წარმოადგინეს და მსმენელებს გააცნეს კვლევის შედეგები, რომელიც მათ განახორციელეს რამდენიმე ასაკობრივ ჯგუფში.
კონფერენციამ საინტერესოდ ჩაიარა. მომხსენებლებმა უპასუხეს შეკითხვებს. კონფერენცია შეაფასეს დამსწრე მოსწავლეებმა და პედაგოგებმა“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება
შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს