სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, რჩევები

როდის სჯობს საგამოცდო ცენტრში მისვლა და როგორ მართოთ დრო გამოცდაზე? - გამოცდილი აბიტურიენტი რჩვეებს გიზიარებთ
04-07-2020
-
+



ეროვნული გამოცდები იწყება და აბიტურიენტებიც ყველა რჩევას გამალებულები უსმენენ. აბიტურიენტების ერთ-ერთი მრავალწევრიანი ჯგუფის ადმინი და უკვე გამოცდილი აბიტურიენტი მაგდა საღინაშვილი წლევანდელ აბიტურიენტებს საინტერესო რჩევებს უზიარებს. ეს არის კონკრეტული პიროვნების გამოცდილება და რა თქმა უნდა, სუბიექტურია. ჩვენ მის რჩევებს უცვლელად გთავაზობთ: 


როდის მივიდე საგამოცდო ცენტრში, როდის სჯობს?

პირველ რიგში გეტყვით, რომ საგამოცდო ბარათზე დატანილი საგამოცდო დრო ეხება საგამოცდო რეგისტრაციის დროს. მაგ: ქართულის ენის გამოცდა თუ წერია 08:00 სთ, ნიშნავს რომ გამოცდა იწყება 9 საათზე, მაგრამ რეგისტრაცია იწყება 8სთ-ზე. გირჩევთ, რომ მიხვიდეთ არა ზუსტად 8-ზე, არამედ ცოტა მოგვიანებით, ისე რომ რეგისტრაციის გავლაც მოასწროთ. ბევრი სწორედ 8 სთ-ზე მიდის, რაც თავდაპირველი ნაკადის მოზღვავებას ქმნის, დგება გაუთავებელი რიგები და წყვეტა შესვლაზე. თადარიგი ისე დაიჭირეთ, რომ დროულად შეხვიდეთ და მინიმუმ 15 წუთი გქონდეთ, რათა მოერგოთ საგამოცდო სივრცეს. შეეგუოთ, მოერგოთ, თქვენად აღიქვათ.


როგორ დავმშვიდდე, როცა უკვე საგამოცდო ცენტრში შევედი და ვნერვიულობ?

ჩაისუნთქეთ ღრმად, რამდენიმე წამი შეიკავეთ სუნთქვა და გამოუშვით ჰაერი. ასე გაიმეორეთ რამდენჯერმე და დამშვიდდებით. იფიქრეთ მხოლოდ პოზიტიურზე, იმაზე რომ აუცილებლად გამოგივათ ყველაფერი და ეს "თქვენი დღეა"! 

როგორია საგამოცდო რეგისტრაციის პროცედურა ადგილზე?

საგამოცდო ცენტრში შესვლამდე, პირველი ეტაპია ჩხრეკა. გოგონებს ქალები ჩხრეკენ, ბიჭებს - კაცი პოლიციელები. ტელეფონს, გასაღებს, ჩანთებს და მსგავსს ნივთებს რაც გექნებათ, დაიტოვებენ სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში, მოგეცემათ სპეც. ნომერი, რითიც თქვენი ნივთების იდენტიფიცირება მოხდება უკან გამოსვლისას.

შემდეგი ნაბიჯია მერხთან მსხდომ ხალხთან საგამოცდო ბარათის და აიდის წარდგენა. ისინი ჩაწერენ საგამოცდო ოთახის და ადგილის მონაცემს, შესაბამისად, ამის შემდეგ მოძებნით თქვენს საგამოცდო ოთახს. ყველა სართულზე მობილიზებული არიან სპეციალური დამკვირვებლები. ისინი დაგეხმარებიან მალევე იპოვოთ თქვენი სექტორი. ადგილები/მერხები დანომრილია.

საგამოცდო ბარათთან ერთად საჭიროა ვიქონიოთ ვადიანი პირადობის მოწმობა ან პასპორტი!

გამოცდის დაწყებამდე თითოეული სექტორისთვის თითოეული დამკვირვებელი წაიკითხავს წესებს, რომლის დაცვაც
სავალდებულოა. მოუსმინეთ აუცილებლად!

თუკი გვსურს, დამკვირვებელს ვთხოვოთ ფურცელი, შევაცვლევინოთ კალამი,ან გვაქვს რაიმე ტიპის თხოვნა, ვიწევთ მხოლოდ ხელს. როდესაც მოგვაქცევენ ყურადღებას, მოვლენ ჩვენამდე და შევატყობინებთ რაც გვსურს!

მარტო წავიდე თუ არა გამოცდაზე? წავიყოლოო ვინმე?

თუკი მსგავსი ტიპის მხარდაჭერა გვჭირდება და ეს ჩვენ კონცენტრაციაში ხელს არ შეგვიშლის, გავიყოლოთ ვინც გვსურს. თუკი ვართ ემოციურები და უნდა ვიდარდოთ გარეთ მომლოდინე მშობელზე და მეგობარზე - ნუ წაიყვანთ. ეს საგამოცდო დროს კონცენტრაციას დაგაკარგვინებთ და იფორიაქებთ, რაც არ ღირს!

რა ჩავიცვა გამოცდაზე?

გამოცდაზე მნიშვნელოვანია რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ. ჩაიცვით მაქსიმალურად კომფორტულად, ერიდეთ მოტკეცილ სამოსს, სქელ სამოსს და აშ. თუკი ჩუსტებით მისვლა გჭირდებათ სიგრილისა და კომფორტისთვის,მიდით ჩუსტებით. მნიშვნელოვანია, რომ ეს დამატებითი ბარიერები არ შეუქმნათ თქვენს თავს. გრძელთმიანებს გირჩევთ აუცილებლად იქონიოთ თმის რეზინა ან ასაკეცი თმის სამაგრი, სიცხის შემთხვევაში შეგაწუხებთ.


როგორ ვმართო დრო გამოცდაზე?

თითოეულ სექტორში არის კედლის საათი. გარდა ამისა, დამკივირვებლები პერიოდულად გვახსენებენ რა დრო გავიდა და რა დრო დაგვრჩა ტესტის დასასრულებლად.


ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ყველა აბიტურიენტს!

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება