სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის დირექციამ აქტიური მოსწავლე ნიკოლოზ ტალიაშვილი მადლობის სიგელით დააჯილდოვა
03-07-2020
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები დისტანციური სწავლების პროცესში აქტიურობდნენ. მათ მასწავლებლებს შესთავაზეს სხვადსხვა სასწავლო დამხმარე რესურსი, ვიდეორგოლები და ა.შ. ასევე მონაწილეობდნენ სკოლის მიერ გამოცხადებულ ონლაინ კონკურსში: „სხვა სამყარო ჩემი“. აქტიური ბავშვები სკოლის დირექციამ მადლობის სიგელით დააჯილდოვა.

„სკოლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, სკოლის ფეისბუქის სოციალური გვერდი ერთი დღით დაეთმობა ინდივიდუალურად ერთ მოსწავლეს, აქ თავს მოიყრის ის ნაშრომები, რომლითაც კონკრეტულად გამოიჩინა თავი ბავშვმა. ამით გვინდა გავზარდოთ მოსწავლის მოტივაცია და გავაღრმავოთ ურთიერთობები სკოლას, მოსწავლესა და მშობელს შორის. დღეს გაგაცნობთ ერთ მათგანს. 

მე-6 კლასის მოსწავლეს ნიკოლოზ ტალიაშვილს. ნიკა ერთ-ერთი აქტიური მოსწავლე იყო, რომელიც დისტანციურ სწავლებაში ჩართულობისგარდა, სკოლის ყველა ონლაინ ღონისძიების მონაწილე იყო. მან გაგვაცნო თავისი საყვარელი წიგნები თავის საყვარელ დაიკოსთან, ნუცასთან ერთად, გვიხატავდა სხვადასხვა ნახატს, საქართველოს დამოუკიდებლობაზე მოამზადა ვიდეორგოლი, გვიკითხავდა ლექსებს, კონკურსისთვის „სხვა სამყარო ჩემი“ დაამზადა სააღდგომო აქსესუარები და სხვ. 

სკოლის დირექციამ სანიმუშო მოსწავლე დააჯილდოვა მადლობის სიგელით. მადლიერებას გამოვხატავთ ასევე, ნიკას დედიკოს,გვანცა ბერძენიშვილის მიმართ“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო

მოსწავლის შეფასების სახეობები, ძირითადი ამოცანები და სისტემა 

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები
„შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებში ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის გააზრება“
 
 
 
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება