სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ცხუნკურის N1 საჯარო სკოლის დამრიგებლები XII კლასელებს ემოციური წერილებით გამოემშვიდობნენ
03-07-2020
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ცხუნკურის N1 საჯარო სკოლის დამრიგებლებმა მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და სამახსოვრო წერილებით გამოემშვიდობნენ.

„ჩემო საყვარელო კურსდამთავრებულებო გილოცავთ თქვენთვის დიდი ხნით ნანატრ ბედნიერ დღეს, სკოლის დამთვარებას და ცხოვრების ახალ ასპარეზზე გასვლას სადაც კვლავ გელოდებათ გაზაფხული შრომისა და აყვავებისა. გისურვებთ მედგრად გადადგათ თქვენი მადლიანი, შეუპოვარი და გონიერი ნაბიჯები უკეთესი მომავლისკენ. შევთხოვ უფალს, რომ თქვენს მომავალს მოფენოდეს დიდი სათნოება, სარწმუნოება და სიყვარული. ამავე დროს თითოეულ თქვენგანს ვუსურვებ მთელი აზრით და მონდომებით გაჰყოლოდეთ სწავლა განათლების გზებს და ბილიკებს, რასაც დიდი შრომა და ენერგია სჭირდება.

ბოლოს მინდა დაიმახსოვროთ ჩემგან: ამაღლდით რწმენით, სიკეთით და პატიოსნებით. თქვენთვის მომავალს მოეტანოს სიბრძნე, წინსვლა და წარმატებები. გახსოვდეთ, რომ „ქვეყნად არც ერთი ბრძენი ყოფილა, მასწავლებელი რომ არ ჰყოლოდა“. იმედია არ დაგვივიწყებთ. თქვენთვის მუდამ კეთილის მსურველი (ყოფილი დამრიგებელი) თინა მასწავლებელი“-წერს პედაგოგი.

წერილით გამოემშვიდობა საყვარელ მოსწავლეებს დამრიგებელი მაია ქორიძეც.

„გილოცავთ ძვირფასებო სკოლის დამთავრებას! ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში თქვენ ხართ პირველი სადამრიგებლო გამოშვება და როგორც ყველა პედაგოგს, მეც დიდი სურვილი მქონდა, ეს დღე დიდი სითბოთი და სიყვარულით აღგვენიშნა ტრადიციისამებრ ჩვენს მშობლიურ სკოლაში, მაგრამ დღევანდელი მწვავე ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე ეს ვერ მოვახერხეთ. თქვენ დღეიდან ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიხართ, მინდა გისურვოთ ბედნიერება, წინსვლა, წარმატებები, უფლის წყალობა და მფარველობა თქვენს სავალ გზებზე, არასოდეს დაკარგოთ რწმენა, იმედი, მუდამ გახსოვდეთ, რომ უფალი არ მიგატოვებთ, ზურგი არ აქციოთ ღმერთს, გჯეროდეთ ღვთის განგების სამართლიანობის, სიყვარულის და სიკეთის. უფალმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. მუდამ გახსოვდეთ თქვენი პედაგოგების ამაგი და ღვაწლი! დიდი სიყვარულით თქვენი დამრიგებელი მაია ქორიძე“-წერს მასწავლებელი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება