სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენ გვჯერა თქვენი!“- სკოლის დირექტორების რჩევები და გამამხნევებელი წერილები აბიტურიენტებს
02-07-2020
-
+


აბიტურიენტების ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს თარიღამდე - ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე ცოტა დრო რჩება. საგამოცდო სეზონი რთული და მღელვარებით სავსეა, კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი სიტუაცია და დისტანციურად დასრულებული სასწავლო წელი აბიტურიენტების ემოციებს კიდევ უფრო ამძაფრებს, ამიტომ დირექტორები, რომელთა ხელში არაერთ წარმატებულ თაობას გაუვლია, ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში, კურსდამთავრებულების მიმართავენ, ამხნევებენ, რჩევებს აძლევენ და გამოცდების წარმატებით ჩაბარებას უსურვებენ.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლის დირექტორი ნინო გათენაძე:

„აბიტურიენტებს ვურჩევ შეინარჩუნონ სიმშვიდე, დაიცვან რეკომენდაციები, გადაიმეორონ ნასწავლი და განვლილი მასალა, მოახდინონ ცოდნის მობილიზება და ყველაფერი კარგად იქნება! ყველა აბიტურიენტს ვუსურვებ დიდ წარმატებას და წინსვლას ცხოვრებაში“.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ლალი ხაფთანი:

„ყველას პირველ რიგში ჯანმრთელობას ვუსურვებ და შემდეგ წარმატებას, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენას. ყველას დავლოცავ, სიკეთე და გამრავლება ჰქონდეთ. ჩვენ ძალიან პატარა ერი ვართ დაგვჭირდება გონიერი და ჭკვიანი ადამიანები“.

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანის საჯარო სკოლის დირექტორი რომანი კვაშილავა:

„აბიტურიენტებს ვურჩევ, არ ინერვიულონ, შეინარჩუნონ სიმშვიდე და შეეცადონ მაქსიმალურად წარმოაჩინონ საკუთარი ცოდნა და შესაძლებობები. ვუსურვებ, დასახული მიზნისკენ წარმატებით სვლას და სასურველი შედეგის მიღებას“.

წალკის N1 საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ბერიანიძე:

„ეროვნული გამოცდები ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც აბიტურიენტის, ისე სკოლისათვის. ხდება მოსწავლისა და პედაგოგების 12-წლიანი შრომის შეჯამება-შეფასება. შეფასების შედეგები კი ჩვენი ახალგაზრდების მომავლის განმსაზღვრელია, სკოლებს კი შიდა და გარე შეფასებების შედარების საშუალებას აძლევს. ეროვნული გამოცდები ცხოვრების პირველი მნიშვნელოვანი გამოცდაა აბიტურიენტებისათვის. წარმატების მისაღწევად სრული მობილიზება და სიმშვიდე სჭირდებათ, რათა თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმი გამოავლინონ თანაბარი კონკურენციის პირობებში. ვურჩევ, დაიჯერონ საკუთარი შესაძლებლობების და დარჩენილი დრო მაქსიმალურად გამოიყენონ ცოდნის ორგანიზებისთვის. მინდა წარმატება ვუსურვო ყველა ახალგაზრდას! ჩვენ გულწრფელად გგულშემატივრობთ და გვჯერა თქვენი!

აბიტურიენტებს ამხნევებს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ თორსის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია:

„თორსის სკოლა აბიტურიენტებს მთელი გულით გულშემატკივრობს და ცხოვრების ახალ მნიშვნელოვან ეტაპზე წინსვლას და წარმატებებს უსურვებს“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება