| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლაზარე, დავითი, ანა, თამარი,ნუციკო, მარიამი, კახა, თორნიკე, ლუკა... ეს izrune.ge-ს ერთგული მეგობრები არიან მესტიის N3 საჯარო სკოლიდან, რომლებმაც შემაჯამებელ ტესტირებაში კიდევ ერთხელ მიაღწიეს წარმატებას და დაამტკიცეს, რომ მათ შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს.
მერე რა, რომ არცთუ დიდი ხნის წინ სკოლები არ ფუნქციონირებდა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა იყო და მოსწავლე-მასწავლებლებს ბევრი მოულოდნელობა დაატყდათ თავს - მესტიელი მოსწავლეები თავდაუზოგავად ემზადებოდნენ izrune.ge-ს ესოდენ საპასუხისმგებლო შემაჯამებელი ტესტისთვის და შედეგებიდან ნათლად გამოჩნდა - ამ ბავშვებს ვერაფერი შეუშლის ხელს წარმატებისკენ სავალ გზაზე, მზრუნველი პროექტი კი ყველანაირად შეუწყობს ხელს ამ საქმეში.ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“