სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„საჭიროა თავდაუზოგავი შრომა და ცოდნის მიღება, სახლში ჯდომამ არ უნდა იმოქმედოს გამოცდების შედეგებზე“- სკოლის დირექტორების რჩევები აბიტურიენტებს
01-07-2020
-
+


აბიტურიენტების ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს თარიღამდე - ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე ცოტა დრო რჩება. საგამოცდო სეზონი რთული და მღელვარებით სავსეა, კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი სიტუაცია და დისტანციურად დასრულებული სასწავლო წელი აბიტურიენტების ემოციებს კიდევ უფრო ამძაფრებს, ამიტომ დირექტორები, რომელთა ხელში არაერთ წარმატებულ თაობას გაუვლია, ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში, კურსდამთავრებულების მიმართავენ, ამხნევებენ, რჩევებს აძლევენ და გამოცდების წარმატებით ჩაბარებას უსურვებენ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ჭეიშვილი:

„აბიტურიენტებს ვურჩევ, არ ინერვიულონ, შეინარჩუნონ სიმშვიდე, დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, ასევე განათლების სამინისტროს წესები გამოცდებთან დაკავშირებით. მოახდინონ საკუთარი ცოდნის მობილიზება და ყველაფერი კარგად ჩაივლის. ყველა აბიტურიენტს ვუსურვებ სასურველი შედეგის მიღებას და უამრავ წარმატებას!“.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან ცეცხლაძე:

„მიუხედავად ეპიდემიისა და ქვეყანაში შექმნილი ვითარებისა სწავლა ვირტუალურად უნდა გაგრძელდეს, მომავლის რწმენით და ამან ხელი არ უნდა შეუშალოს ცოდნის მიღებას. აბიტურიენტები წიგნს არ უნდა დაშორდნენ, იყვნენ მობილიზებულები, რომ მაღალი შედეგები მიიღონ. საჭიროა თავდაუზოგავი შრომა და ცოდნის მიღება, სახლში ჯდომამ არ უნდა იმოქმედოს გამოცდების შედეგებზე. ყველა აბიტურიენტს ვუსურვებ ძალიან ბევრ წარმატებას და სასურველი შედეგის მიღებას!“.

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურჩის საჯარო სკოლის დირექტორი დოდო გაბისონია:  

„პირველ რიგში მინდა ვუთხრა, რომ არ ინერვიულონ, მოეკიდონ გაგებით, გამოიყენონ ის უნარები რაც გააჩნიათ, მშვიდად, გონივრულად შეხედონ ყველაფერს და დარწმუნებული ვარ სტუდენტები დამიბრუნდებიან“.

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარების საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი პაპიძე:

„უპირველეს ყოვლისა ვურჩევდი მშვიდები და გაწონასწორებულები იყვნენ, საღ გონებაზე და არ გაუჭირდებათ აზროვნება, ვუსურვებ წარმატებას, წარმატებული მოსწავლე და სტუდენტი საქართველოს მომავლისთვის კარგია. წელს განსაკუთრებულად მინდა ბევრი სტუდენტი ჰყავდეს ქვეყანას, ჩვენ სკოლასაც ყავს აბიტურიენტები, ვცდილობთ ყველანაირად ჩვენი გვერდში დგომა იგრძნონ, რომ გახდნენ სტუდენტები...“

მარტვილის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მამუკა თვალაძე:

„საერთაშორისო გარემოებიდან გამომდინარე, არსებულ ვითარებას ნუ მიიღებენ ტრაგედიად, მოემაზადონ, იყვნენ ორგანიზებულები, თავი იგრძნონ კომფორტულად, იყვნენ მობილიზებულები, არსებული ვითარებიდან გამომდინარე არ დაითრგუნონ, არ შეშინდნენ, ვუსურვებ დიდ წარმატებებს“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

კურსდამთავრებულები ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) აპირებენ სწავლის გაგრძელებას

„ვულოცავთ, მასწავლებელსა და მოსწავლეებს ღირსეულ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ სამომავლოდ!“

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება