| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერაოს საჯარო სკოლის დირექტორი თემურ დანელია კორონავირუსის პანდემიის პერიოდში გამოჩენილი ორგანიზებულობისთვის, საკუთარი საქმის ერთგულებისა და მაღალი სამოქალაქო და პროფესიული პასუხისმგებლობისთვის მასწავლებლებს მადლობას უხდის.
„ახალი კორონავირუსის პანდემიამ საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება და მათ შორის ჩვენი სკოლა დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. საჭირო გახდა დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა, რასაც ჩვენმა მასწავლებლებმა სწრაფად აუღეს ალღო და მაქსიმალურად მოკლე დროში დაიწყეს ონლაინ რეჟიმში სწავლება.
ახალმა რეალობამ ჩვენი სკოლის მასწავლებლებში გააჩინა თანამშრომლობის და კოლეგიალობის საოცარი მუხტი. მათ თანადგომისა და გამოცდილების გაზიარების საუკეთესო მაგალითი აჩვენეს.
სკოლის დირექციის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერაოს საჯარო სკოლის მასწავლებლებს ახალი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში გამოჩენილი ორგანიზებულობისათვის, საკუთარი საქმის ერთგულებისა და მაღალი სამოქალაქო და პროფესიული პასუხისმგებლობისათვის.
განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო სკოლის უხუცესი, უფროსი მასწავლებელი ქალბატონი მაგული კოკაია, რომელიც ასაკის მიუხედავად სრული პასუხისმგებლობით და პროფესიონალიზმით ატარებდა გაკვეთილებს დისტანციურ რეჟიმში და იყენებდა ონლაინ სწავლების სხვადასხვა პლატფორმას.
დიდი მადლობა მათ ამ თავდადებისათვის“,- აღნიშნულია მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერაოს საჯარო სკოლის დირექტორის, თემურ დანელიას მადლობის წერილში.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“