სიახლეები
სკოლები

„ეს წერილი ეძღვნება სიცოცხლეს და მასთან დაკავშირებულ გულისცემას!“-დისველის საჯარო სკოლის პედაგოგის ჩანაწერი
01-07-2020
-
+


„სიცოცხლე მინდა!!!“- ბოლნისის მუნიციპალიტეტის დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი მორიგ ჩანაწერს გვიზიარებს.

ეს წერილი ეძღვნება სიცოცხლეს და მასთან დაკავშირებულ გულისცემას!

სიცოცხლე მინდა!!!

ჯერ პირველ ეტაპზე ვართ, წინ დიდი ბრძოლა გველის...

როგორ ფიქრობთ ექიმო, ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ?

დუმილი... 

ამ ურჩხულს დავამარცხებთ?

დუმილი...

ბრძოლას ააქვს აზრი?

დიახ...

სხვა პასუხს, თქვენგან არც მოველოდი!

გუშინ სიზმარი ვნახე, თითქოს ბნელ გვირაბში ვიყავი მარტოსული, გზააბნეული, შეშინებული ვეძებდი სინათლის შუქს. უიმედოდ ვაცეცებდი თვალებს და ვერ გამეგო, რა ხდებოდა. მერე ზარივით ხმა ჩამესმა  ყურებში,  გაუსაძლისი გახდა ყოფა, გავიქეცი და გზადაგზა კედელს ვეხეთქებოდი. მოცელილივით დავეცი, ტკივილი ორიენტაციას მიკარგავდა, მიჭირდა. მსურდა გავქცეოდი ამ დამთრგუნველ გამაყრუებელ ხმას, კიდევ წავიქეცი, კიდევ ავდექი. როდესაც ენერგია   სანთელივით დაიღვენთა, მისუსტებულ ორგანიზმში, მაშინ ჩამოვჯექი და ცრემლი მომერია. ჩუმად გავიფიქრე, იქნებ კვდები და აზრი აღარ ააქვს წინსვლას, აი სწორედ მაშინ გამოჩნდა დღის სინათლე,  სხეული მორივით გავათრიე  და სიხარულის ალმურით გავაღწიე  გარეთ...  ბედნიერებით მიწას ვკოცნიდი, მზე რომ ახლოს ყოფილიყო იმასაც ჩავეხუტებოდი.... მაგრამ წამიერად გავათვიცნობიერე, რომ  სულ სხვა სამყაროში აღმოვჩნდი, სამოთხეს ჰგავდა... სიყვარულით და სითბოთი გაჯერებულ, ზღაპრულ ნაკრძალს...მე სრულიად უცხოს კი, საკუთარ ოჯახში მეგონა თავი...

თქვენ ექიმო? როგორ ფიქრობთ რას ნიშნავს ეს სიზმარი?

იმას, რომ ბედნიერი და გამოჯანმრთელებული  დაუბრუნდები ცხოვრების ჩვეულ რიტმს, ოჯახს, სწავლას, მეგობრებს, ახლობლებს!

არა,  მეტყველებაზე  გეტყობათ, რომ ცრუობთ! ყოველ დილით საყვარელი ადამიანის ქვითინი და გლოვა მაღვიძებს, ეს იმ წამიერი გაელვების დასტურია, რასაც  ცხოვრების ხანმოკლე აღმაფრენა ჰქვია. ახლა მაქვს  ლამაზი ხანა, რომელიც უნდა გამოვიყენო. ამიტომ უთუოდ  უნდა გამიშვათ სახლში, ჩემს ოთახში და ჩემს სარეცელთან საყვარელ და სამახსოვრო ნივთებთან...

ცოტაც მოითმინე და გაგიშვებთ...

იმედი ბოლოს გეცლება ხელიდან, ამ მრწამსის მტკიცე მიმდევარი ბრძანდებით. ვგრძნობ თქვენს განცდას, საინტერესოა თქვენ თუ შეგიძლიათ გადმოსცეთ ონკოლოგიური პაციენტის განცდები? ეს  შინაგანი  დაუვიწყარი გრძნობაა, სიტყვებით, ქმედებით, ქცევით განპირობებული. თუმცა ამ ყოველივეს  თანმიმდევრული ეტაპები აქვს.

დასაწყისი მშფოთვარე და გაურკვეველია, სიცოცხლეს ებღაუჭები, ეჯაჯგურები, ცდილობ ხელიდან არ  დაგისხლტეს, წყალში მონავარდე თევზივით, არ გაცუროს  მდინარეს საპირისპირო მხარეს, მონადირესავით ეპარები ტყეში, უგზოუკლოდ მიმოფანტულ იმედებს, იქამდე სანამ ტკივილები არ მიგაჯაჭვებს საწოლს. მერე ჭერის ერთ წერტილს მიაჩერდები, თითქოს იქ  გსურს ამოიკითხო შველა. ტკივილების გამძაფრების პარალელურად უფრო და უფრო გიჭირს ხედვა, მაგრამ არ ნებდები. თანდათან უსუსური ხდები, სარკეში ჩახედვა აღარ გინდა. ათვიცნობიერებ,  რომ იმ ადამიანისგან რაც იყავი მხოლოდ მოგონება, მოსიარულე სევდა, სიკვდილს და სიცოცხლეს გამოკიდებული აჩრდილი დაგრჩა. ფეხდაფეხ გეცლება ძალა, რწმენა და ბოლოს იმედი. გაშმაგებული ცდილობ ტკივილებს ხელიდან დაუსხლტე. თავდაუზოგავად მანუგეშებთ გადარჩებიო,    ინტუიციას კი საპირისპირო  მიმართულებით მივყავარ. ახლა სიმართლეს უნდა გაუსწორო თვალი, ხოდა მითხარით რამდენი დღის, თვის ან კვირის სიცოცხლე დამრჩა?

კიდევ სდუმხართ ექიმო???

იცით ერთ ჭეშმარიტება მსურს გაგანდოთ, თქვენ ვერ წარმოიდგენთ ამ ჰორიზონტიდან რაოდენ ტკბილი და ხანმოკლეა სიცოცხლე, გულწრფელად ნანობ ყველაფერს,   ფუჭად დაკარგულ დროს, რომლითაც საფუძვლიანად უნდა გესარგებლა. სიყვარულს და სითბოს რომლითაც ყველა გვერდში მდგომი უნდა მოგენუსხა. ჩვენ კი წლების განმავლობაში ყველაფერს  მიამიტურად  ვებღაუჭებით,  ფუფუნება, ძვირფასეულობა, ძვირადღირებულ უძრავ და მოძრავ ქონებას. დრო კი ყველაფერს შენს თვალწინ აბათილებს, ერთადერთის გარდა რასაც ჯანმრთელობა და სიცოცხლე ჰქვია.

გაგანდოთ ერთი საიდუმლო ??

მეშინია სიკვდილის!!! იქ ღრმად მიწაში უცებ რომ  სინათლე ჩამიდგეს თვალებში? მოულოდნელად სიმარტოვეს და უკუნეთ სიბნელეს რომ შევეჩეხო? ჩემს  განწირულ კივილზე მხოლოდ მიწის ბელტებს ჰქონდეს რეაქცია? დარწმუნებული ვარ, მიპასუხებთ რომ ეს შეუძლებელია. მე დავძენ, რომ წლების წინ თავადაც ვერ  დავიჯერებდი, სულ რაღაც 20 წლის გოგოს ეს ავბედით სენი შემიპყრობდა, მაგრამ ბედის განკარგულებას სად გაექცევი!

თქვენ როგორ გგონიათ, რა იქნება ხვალ, ზეგ, რამოდენიმე დღის, კვირის ან  გნებავთ თვის მერე ? მიგლოვებენ, დაინანაბენ ახალგაზრდის უდროოდ წასულ სიცოცხლეს და ბოლოს გამომიტირებენ. ადამიანი ქვა და რკინაა ყველაფერს ეგუება...ღმერთი იმაზე მეტ განსაცდელს არ მოგგვრის, რისი ატანაც და გადალახვაც არ შეგიძლია. მაგრამ მიუხედავად ამისა, სიცოცხლე  ტკბილ სისხლძარღვთა სასიცოცხლო ნაერთია, შესისხლხორცებულია ბედნიერებასთან, სიყვარულთან, უამრავ ნატიფ გრძნობასთან და განცდასთან,  რატომ არ უნდა იყო უკვდავი რომ ამ სხეულით ისულდგმულო, მე მიყვარს სიცოცხლე ...

ამ სიტყვებს ბანი მისცა გარეთ მობიბინე ნიავმა, ფოთლების შრიალმა, მზის სხივებით შემორკალულ დღის სინათლემ, ფრთოსანთა მღელვარებამ, ყვავითა სურნელმა, სამყაროს დაუშრეტელმა გულის ცემამ   ყველამ ერთად მიაგება სიტყვა ფერწასულ პაციენტს.

იცოცხლებ!

ნინო დოხტურიშვილი


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

„პირველკლასელები უბნების მიხედვით დარეგისტრირდებიან... ვიწყებთ დიდი ქალაქებით“ - თამარ მახარაშვილი ცვლილებებზე საუბრობს

სპეცმასწავლებლების შესახებ განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა - ვინ ეხება ვადები

სამინისტრო მოსწავლეებს ახალ პროგრამას შესთავაზებს - რა ცვლილებები იგეგმება სკოლებში და როდიდან

„ხელები შორს ტექნიკური განათლების ფლაგმანისგან... მიზანი არის კონტროლი“ - თსუ-ს, სტუს-ს პროფესორები გაერთიანების გადაწყვეტიელბას ეხმაურებიან

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

„წარდგენა იყო საინტერესო, შემოქმედებითი და შემეცნებითი - ცოდნა და სულიერი გამოცდილება ერთ მთლიანობად შეიკრა“

ლილე ძიუდოში ემზადება ლაშა ბექაურის სახელობის სპორტულ დარბაზში, სადაც მას ამზადებენ მწვრთნელები: კახა წიკლაური და ტარიელ ბექაური

საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შავ-თეთრმა კონტრასტმა, თვალის ზედმეტად დაძაბვის გამო, უარყოფითად იმოქმედა მოსწავლეებისა და მასწავლებლების მხედველობაზე

ლორანი შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი იყოს, რომელმაც ამ კონკრეტულ სფეროში დოქტორის ხარისხი მიიღო

სიახლეები
საზოგადოება