სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2017-2018 სასწავლო წლისთვის, თბილისს ხუთი ახალი საბავშვო ბაღი შეემატა
15-09-2017
-
+


2017-2018 სასწავლო წლისთვის, თბილისს ხუთი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატა, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ახლადგახსნილ ბაღებში, სადაც 325-მდე ადამიანი დასაქმდა, დამატებით 1500 აღსაზრდელის მიღება გახდა შესაძლებელი.

დავით ნარმანიას ინფორმაციით, გარდა ახალი ბაღების გახსნისა, არდადეგების პერიოდში, 84 საჯარო ბაღში სხვადასხვა სახის მასშტაბური თუ მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა.

დედაქალაქის მერის თქმით, მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ დედაქალაქის მასშტაბით​ ბაღებში დასაქმებული კადრების აქტიური გადამზადება მიმდინარეობს.

დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ ბაღების მშენებლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და უკვე 2018 წელს, თბილისში, ეტაპობრივად კიდევ 13 ახალი საჯარო ბაღი გაიხსნება.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება