| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„მოსწავლეებს, რომლებმაც გლობალური პანდემიის დროს, დისტანციური სწავლების პროცესში გამოიჩინეს აქტიურობა, შემოგვთავაზეს სხვადსხვა სასწავლო დამხმარე რესურსები, ვიდეორგოლები და სხვ. ასევე მონაწილეობდნენ სკოლის მიერ გამოცხადებულ ონლაინ კონკურსში: „სხვა სამყარო ჩემი“, სკოლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, სკოლის „ფეისბუქის“ სოციალური გვერდი ერთი დღით დაეთმობა ინდივიდუალურად ერთ მოსწავლეს, აქ თავს მოიყრის ის ნაშრომები, რომლითაც კონკრეტულად გამოიჩინა თავი ბავშვმა. ამით გვინდა გავზარდოთ მოსწავლის მოტივაცია და გავაღრმავოთ ურთიერთობები სკოლას, მოსწავლესა და მშობელს შორის..დღეს გაგაცნობთ ერთ მათგანს.
მე-5 კლასის მოსწავლეს ლევან ელბაქიძეს.
ლევანი აქტიურად იყო ჩაბმული არამარტო დისტანციურ მეცადინეობაში, არამედ სკოლისგარეშე ონლაინ დავალებების მომზადებაში. იგი არაჩვეულებრივად ძერწავს, დაამზადა თექის ნივთები, გამოგვიგზავნა ვიდეოროლი, ნახატები, ეროვნული სამოსის დღეს გაგვაცნო თავისი ოჯახი და სხვ.
ლეოსთან ერთად მისი დედიკოც ნინო ადამია ჩართული იყო სასკოლო კონკურსში: „სხვა სამყარო ჩემი“.
მადლობა ორივე დედა-შვილს სკოლასთან სიყვარულით სავსე ურთიერთობებისათვის.
ჩვენ ერთად ვქმნით მე-4 საჯარო სკოლის სახეს“, - აღნიშნულია სკოლის დირექციის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“