| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბანოჯის საჯარო სკოლის დირექცია მე-12 კლასელებს ემოციურად, ლექსით გამოემშვიდობა. წელს სკოლებში „ბოლო ზარი“ განსხვავებულად დაირეკა.
„რეკავენ ზარები ონლაინ რეჟიმში და მოსწავლეობის საოცარ წუთებს ითვლიან! კიდევ ერთი შესანიშნავი კლასი შორდება ბავშვობის ლამაზ სავანეს და მათი გულის ძგერა ზარის დარეკვას თან ერთვის. სევდანარევი სიხარულით ითვლიდნენ ბანოჯის სკოლის 2020 წლის კურსდამთავრებულები ამ ლამაზ დღეს და ეს ამაღელვებელი წუთებიც დადგა.
...
თორმეტმა სექტემბერმა გაიარა,
თორმეტმა ზამთარმა და გაზაფხულმა,
უცებ დაფრთიანდნენ პატარები,
ახლა სხვა ელფერით დახატულან.
თორმეტმა კარგმა წელმა გაიარა,
მრავალმა ტკბილ-მწარე მოგონებამ,
ცოდნის ზიარება აქ მიიღეს,
ჩვენმა ბიჭებმა და გოგონებმა.
თორმეტი წლის ბოლო შეგვისრულდა,
სიხარულს ცრემლები შეერია,
ყველას სიყვარულით გაგაცილებთ,
თუმცა თვალები ვერ გელევიან.
გილოცავთ მეთორმეტე კლასელებო ამ შესანიშნავ დღეს - „ბოლო ზარს“ და გისურვებთ წარმატებებით გადასულიყავით ცხოვრების ახალ ასპარეზზე,“-წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“