სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

''აკადემიური შედეგისთვის სახელმძღვანელოებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორ იკვებებიან ბავშვები''
15-09-2017
-
+


ახალი სასწავლო წლიდან სკოლის ბუფეტებში არაჯანსაღი პროდუქტის გაყიდვა აიკრძალა. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა. მან მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება თბილისის 143-ე სკოლიდან მიულოცა.

''მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს დახვდებათ გაუმჯობესებული ბუფეტი, სადაც აღარ იქნება შაქრიანი და მარილიანი პროდუქტები... ჯანსაღი კვების კამპანია არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. ბუფეტების კომპონენტი, სპორტის კომპონენტი, ბანაკების კომპონენტი, ვაშლების კომპონენტი - ეს ყველაფერი ერთი მთლიანი გეგემის ნაწილია, რომ ჩვენი მშობლებისა და საზოგადოების ყურადღება მივაქციოთ შემდეგზე - აკადემიური შედეგისთვის სახელმძღვანელოებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია რას მიირთმევს ბავშვი, როგორ იკვებება და როგორი ცხოვრების წესით ცხოვრობს,'' - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ. 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სკოლებში ვაშლების დარიგების პროგრამის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, თუმცა, დღეს დეტალებზე არ უსაუბრია. როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ აღნიშნა, სკოლებში ვაშლების დარიგება ოქტომბრიდან დაიწყება. მისი თქმით, სკოლებში სულ იქნება ისეთი აქტივობები, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება