სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

''ამ დღეზე დიდი დღესასწაული არ არსებობს'' - ალექსანდრე ჯეჯელავამ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება 143-ე სკოლიდან მიულოცა
15-09-2017
-
+


განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ახალი, 2017-2018 სასწავლო წლის დაწყება სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს თბილისის 143-ე სკოლიდან მიულოცა. 

''პირველ რიგში მინდა მივულოცო ყველას, განსაკუთრებით პირველკლასელებს. ძალიან სასიხარულოა, რომ წელსაც შარშანდელთან შედარებით მეტი პირველკლასელი გვყავს. სწავლის დაწყებაზე დიდი დღესასწაული არ არსებობს. პირვეკლასელებს ისედაც ძალიან უხარიათ სკოლაში წასვლა, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ აბსოლუტურად ყველა მოსწავლეს მიუხაროდეს სკოლაში. აქ არის სწორედ მშობლების სამუშაო. მადლობა მინდა გითხრათ, ასეთი შვილების აღზრდისთვის, სკოლის გვერდში დგომისთვის... მინდა გამოვთქვა კმაყოფილება ჩემი და მთავრობის სახელით, რომ ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი პედაგოგიური კოლექტივი, მოსწავლეები, გვაქვს არაჩვეულებრივი სკოლები. ჩვენი ბავშვების მომავალთან დაკავშირებით არანაირი ეჭვი არ არსებობს. მთავარია, არ მოაკლონ ძალისხმევა. ბავშვებო, ისწავლეთ, დაგიფასდებათ. ყველას წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ,'' - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თქმით, საჯარო სკოლები ახალ სასწავლო წელს ბევრი მნიშვნელოვანი სიახლით შეხვდა:

''პირველ რიგში, ეს არის ძალიან მასშტაბური ინფრასტრუქტურული ცვლილებები, თითქმის 300-ზე მეტი სკოლა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ხვდება გალამაზებული, მოწესრიგებული და დასუფთავებული. მნიშვნელოვანი სიახლეა 6 სრულიად ახალი სკოლა. ჩვენს ქვეყენაში დიდი ხნის განმავლობაში სკოლები არ აშენებულა. ბოლო პერიოდში დაიწყო ეს პროცესი. გასამმაგდა იმ პედაგოგების რაოდენობა, რომლებიც პროფესიული განვითარების პროცესში ჩაერთნენ, რაც ნიშნავს, რომ მოსწავლეებს უფრო მოტივირებული და უკეთ მომზადებული პედაგოგები დახვდებათ. აღსანიშნავია, რომ გადამზადდნენ დირექტორები და მანდატურები'' - განუცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს.

საქართველოს საჯარო სკოლებში დღეიდან ახალი სასწავლო წელი დაიწყო. წელს საჯარო და კერძო სკოლებში 575 000 მოსწავლე მივიდა, აქედან პირველკლასელი 56 300-ია, მათგან 50 300 საჯარო სკოლებშია დარეგისტრირებული, 6 000 კი - კერძოში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება