სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მინდოდა ეს დღე განსაკუთრებული ყოფილიყო“-ცხუნკურის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნინო ბენიძე XII კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს
29-06-2020
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ცხუნკურის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნინო ბენიძე XII კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს. პედაგოგმა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს სკოლაში გატარებული წლები გაახსენა და წარმატებები უსურვა.

„ზაფხულის საოცარი სილამაზისა და სიცოცხლის სურნელი ტრიალებს ირგვლივ. 2020 წლის 15 ივნისი, როგორ ელოდით  ამ დღეს, ბოლო ზარის ხმას, რომ გამომშვიდობებოდით სკოლის კედლებს, მეგობრებს, თქვენზე მზრუნველ მასწავლებლებსა და გვერდით მდგომ დირექტორს - ნინო ჯალიაშვილს. მინდოდა ეს დღე განსაკუთრებული ყოფილიყო, მართლაც განსაკუთრებული აღმოჩნდა, ესეც რჩეულთა ხვედრია.

არსებული ვითარება არ გაძლევთ ზეიმისა და ბოლო ზარის  სრულყოფილად განცდის საშუალებას, ამიტომ შორიდან გეფერებით.

დღეს გაიხსენებდით, როგორ მოხვედით სკოლაში, როგორ გამოიყურებოდით, როგორ გაიცანით ერთმანეთი, როგორ შეუდექით ცოდნის ტაძრისკენ მიმავალ გზას, მოსიყვარულე შორენა მასწავლებელთან ერთად. გაიხსენებდით გადალახულ სიძნელეებს, კურიოზებს, ექსკურსიებს, მიღწეულ წარმატებებს, დაე, ეს იყოს საუკეთესოს დასაწყისი თქვენს ცხოვრებაში, სადაც შეძლებთ თქვენი სურვილების განხორციელებას.

გილოცავთ! წარმატებები და ულევი სიხარული თანმდევი იყოს თქვენი ცხოვრების გზაზე! მიყვარხართ და მეამაყებით! გახსოვდეთ! თქვენს გვერდით ვიქნები და თვალს ვადევნებ თქვენს წარმატებებს“,-წერს პედაგოგი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება