სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გისურვებთ წარმატებებით და წინსვლით დაგეძლიოთ თითოეული საფეხური“-ბანოჯის საჯარო სკოლის პედაგოგმა პირველკლასელებს სასწავლო წლის დასრულება მიულოცა
29-06-2020
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბანოჯის საჯარო სკოლის პედაგოგმა ნინო კახნიაშვილმა პირველკლასელებს სასწავლო წლის დასრულება დიდი სიყვარულით მიულოცა. პედაგოგმა მოსწავლეებს სკოლაში მისვლის დღე გაახსენა და წინსვლა უსურვა.

„ჩემო ძვირფასო პატარა მეგობრებო, გილოცავთ პირველი კლასის წარმატებით დამთავრებას. 2019-2020 წლები თქვენთვის იყო სიახლის, გამოწვევების და განსაცდელთა დაძლევის, რომლებსაც გმირული შემართებით შეხვდა თითოეული თქვენგანი და მაღალი პასუხისმგებლობით გაუმკლავდა კიდეც. კარგად მახსოვს თქვენი დაბნეული და მრავლისმეტყველი თვალები სკოლაში მოსვლის პირველ დღეს. ათასობით კითხვა ტრიალებდა თქვენს გულსა და გონებაში, რომელთა პასუხები ანბანის სწავლასთან ერთად გარკვეული და ნათელი ხდებოდა. თქვენ საოცარი ენთუზიაზმით შეძელით თავი გაგერთვათ მსოფლიოში გამოწვეულ პანდემიის რეჟიმს და ონლაინ სწავლების კურსიც უპრობლემოდ აითვისეთ. თქვენი გმირობისა და მოტივაციის საფუძველს კი შეადგენდა ის დედაენა, რომელიც დიდი იაკობისაგან მემკვიდრეობით გვერგო თითოეულ ქართველს. ასე დისტანციურად გააცილეთ ანბანი და კვლავ გაბრწყინებულები და იმედით აღსავსე ელოდებით მეორე კლასში გადასვლას. გისურვებთ წარმატებებით და წინსვლით დაგეძლიოთ თითოეული საფეხური და საამაყო გზით გევლოთ მთელი ცხოვრების ასპარეზზე.

თითოეულ პირველ კლასელს შორიდან მინდა მოგეფეროთ პოეზიის ენით კიდევ ერთხელ მოგილოცოთ პირველი კლასის დამთავრება.

დიდი სიყვარულით ნინო კახნიაშვილი
ბანოჯის საჯარო სკოლის პედაგოგი“.

იხილეთ ვიდეო



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება