სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გახსოვდეთ, რომ წარმატების გასაღები ისევ და ისევ თქვენშია“ - სკოლის დირექტორები აბიტურიენტებს ამხნევებენ
29-06-2020
-
+


აბიტურიენტების ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს თარიღამდე - ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე ცოტა დრო რჩება. საგამოცდო სეზონი რთული და მღელვარებით სავსეა, კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი სიტუაცია და დისტანციურად დასრულებული სასწავლო წელი აბიტურიენტების ემოციებს კიდევ უფრო ამძაფრებს, ამიტომ დირექტორები, რომელთა ხელში არაერთ წარმატებულ თაობას გაუვლია, ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში, კურსდამთავრებულების მიმართავენ, ამხნევებენ, რჩევებს აძლევენ და გამოცდების წარმატებით ჩაბარებას უსურვებენ.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლის დირექტორი საულ სულაბერიძე აბიტურიენტებს ურჩევს კარგად მოემზადონ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის.

„დღევანდელ რეალობაში, საბედნიეროდ,აბიტურიენტებს მხოლოდ ცოდნით შეუძლიათ სასურველ უნივერსიტეტში ჩაბარება ყოველგვარი „ჩაწყობის“ გარეშე. კარგი იქნება თუ მშობლებს არ ექნებათ ზედმეტი მოლოდინები შვილებისადმი და რეალურად შეაფასებენ და დააფასებენ შვილების ცოდნას და პატივს სცემენ მათ არჩევანს. 

ყველა აბიტურიენტს ვუსურვებ ბევრ წარმატებას, ცოდნის მიღებასა და რეალიზებას. მნიშვნელოვანი ეტაპები  აქვთ გასავლელი სტუდენტობისას, რომლებიც ბოლომდე უნდა მიიყვანონ და 4 წლის განმავლობაში შეიძინონ ცოდნა, რომელიც ძალაა! 

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოსხევის საჯარო სკოლის დირექტორი ლეილა არაბული: 

„4 ბიჭი გვყავდა წელს, აქედან 3 არის აბიტურიენტი. ვუსურვებ მათ წარმატებას, არასოდეს არ ენანოთ თავიანთი არჩეული პროფესია. ეპოვნოთ თავიანთი თავი და ეთქვათ, რომ სწორად მოიქცნენ, რომ ეს პროფესია აირჩიეს.

ამ ყველაფერში გარკვეული წილი ჩვენც მიგვიძღვის. დღევანდელი თაობა მეტად მოტივირებულები და მეტად თავიანთ თავში დარწმუნებული არიან, ვიდრე ჩვენი თაობა.

წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებს, დუშეთის მუნიციპალიტეტში და მთლიანად საქართველოს ყველა აბიტურიენტს“. 

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანანურის საჯარო სკოლის დირექტორი ლალი მამისაშვილი:

„წარმატებას და წინსვლას ვუსურვებ აბიტურიენტებს. სკოლის ამაგის დაფასებას. ჩვენი შრომა მათი ამ წარმატებით ფასდება, როდესაც მისაღებ გამოცდებს წარმატებით ჩააბარებენ“.

დაბა ასპინძის საჯარო სკოლის დირექტორი კლარა ზედგინიძე:

„რამდენიმე დღე და, ჩემო კარგებო, გამოცდების ორომტრიალში ჩაებმებით. უჩვეულოდ წარიმართა თქვენთვის წლევანდელი სასწავლო წელი. პანდემიამ, რომელიც გლობალურ პრობლემად იქცა, ბევრ რამეში შეგიშალათ ხელი. მართალია, სკოლაც და სახელმწიფოც თქვენ გვერდით იდგნენ, სწავლა-განათლება არ შეგიწყვეტიათ, მაგრამ, როგორც ჩანს, მაინც უკმარისობის გრძნობა დაგრჩათ. გული გტკივათ, რომ სათანადოდ ვერ დაემშვიდობეთ სკოლას, საყვარელ მასწავლებლებსა და ერთმანეთსაც კი.

ახლა გავლილ დღეებზე ტირილი კარგს არაფერს მოგიტანთ, ახლა ცოდნის მობილიზების დროა. თითოეულ თქვენგანს მხოლოდ საკუთარი თავისა და ცოდნის იმედი უნდა გქონდეთ.

ალბათ, ათასგზის მოგისმენიათ დარიგება, არ ინერვიულოთო. მეც ამას გეტყვით, პირველ რიგში. ღელვა, ემოცია, ნერვიულობა ეს ჩვეულებრივი მომენტია. მაგრამ ამან ხელი არ უნდა შეგიშალოთ სწორად აზროვნებაში. ხშირია შემთხვევა, როცა საუკეთესო აბიტურიენტი ნერვიულობის გამო ცოდნას სათანადოდ ვერ ამჟღავნებს და ეს შემდეგ ქულაზეც აისახება. იფიქრეთ მხოლოდ იმაზე, რომ თქვენ შეგიძლიათ. იყავით გაბედულნიც, რადგან იმარჯვებს ის, ვინც არ ნებდება. იშრომეთ ბევრი, რადგან წარმატების მისაღწევად მთავარი ნიჭიერება კი არა, შრომისმოყვარეობაა. არასოდეს თქვათ სიტყვა „ვერ“, რადგან ამ სიტყვას, როგორც ნაპოლეონ ბონაპარტე ამბობდა, მხოლოდ სულელების ლექსიკონში თუ შეხვდებით.

წარმატება და ბედნიერი მომავალი მინდა გისურვოთ თითოეულ თქვენგანს. მუდამ გახსოვდეთ, რომ წარმატების გასაღები ისევ და ისევ თქვენშია, რადგან „თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

განაცხადების მიღება დაიწყო - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

ვის აქვს მასწავლებლის მომზადების 60 კრედიატიან პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება - ცვლილებები უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შევიდა

„კარიერული წინსვლა აღარ იქნება დაკავშირებული რაიმე ტიპის გამოცდასთან“...

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეებმა წარმოადგინეს სალათი, დესერტი და კოქტეილი

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ქართული ლიტერატურისა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ

დიდი სამსარის საჯარო სკოლაში მეოთხეკლასელთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

 

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება