სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

PCR-ტესტი აბიტურიენტებისთვის: როგორ უნდა მოიქცეთ თუ გამოცდის წინა დღეებში ტემპერატურა ან ქრონიკული სიცხე გაქვთ?
29-06-2020
-
+


ეროვნული გამოცდები 6 ივლისს იწყება, გამოცდაზე დაშვების წინაპირობები კი ყველა აპლიკანტმა უნდა გაითვალისწინოს. განსაკუთრებით მათ, ვისაც გამოცდის წინა დღეებში ტემპერატურა დაუფიქსირდებათ

აბიტურიენტებს გამოცდის წინა დღეს ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, PCR ტესტის გაკეთება და საგამოცდო ცენტრში ცნობის წარდგენა მოუწევთ, რომ კოვიდინფიცირებულები არ არიან. ტესტი ასეთი აპლიკანტებისთვის უფასო იქნება. 

პირველ რიგში, აპლიკანტებმა​ ოჯახის ექიმს უნდა მიმართონ, შემდეგ კი PCR-ტესტი ​​ჩაიტარონ.

ჩვენ დავინტერესდით, რა საბუთის წარდგენა მოუწევთ აპლიკანტებს ოჯახის ექიმთან, რომ PCR-ტესტი ​დაუფინანსდეთ, ამ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდათ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელ ხაზზე. ტესტის დაფინანსების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ არც განათლების სამინისტროს და არც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის წარმომადგენლები. კლინიკებში კი განგვიცხადეს, რომ მათ, ვინც საყოველთაო დაზღვევით სარგებლობენ, ტესტი არ დაუფინანსდებათ. ჩვენს პასუხზე, რომ გამოცდაზე გამსვლელებისთვის, რომლებსაც წინა დღეს ტემპერატურა დაუფიქსირდებოდაPCR-ტესტი ​უფასო იყო და ეს ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გაავრცელა, კლინიკების ოპერატორებმა გვითხრეს, რომ დეტალების გასარკვევად აპლიკანტებმა ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს მიმართონ. 

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზია 1505 ასევე 032 2 510033

გარდა ამისა, გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრში ცნობა უნდა წარადგინონ იმ აპლიკანტებმაც, რომლებსაც ქრონიკული დაავადება ან ქრონიკული სიცხე აღენიშნებათ.

წელს გამოსაცდელთა გამოცდაზე დაშვების პირობები შემდეგნაირია:

თუ გამოსაცდელს გამოცდის წინა დღეებში ექნება მაღალი ტემპერატურა, მან უნდა ჩაიტაროს PCR-ტესტი და წარმოადგინოს ცნობა, რომ არ არის კოვიდით ინფიცირებული. ასევე, თუ აქვს ქრონიკული სიცხე, გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარადგინონ სამედიცინო დაწესებულების ოჯახის ექიმის (ან ქრონიკული დაავადების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ექიმ-სპეციალისტის) ცნობა (ფორმა #100).

თუ გამოცდაზე გამოსაცდელს 370С ან 370С -ზე მეტი ტემპერატურა ექნება, მას 15 წუთში ტემპერატურას ვერცხლისწყლის თერმომეტრით გადაუმოწმებენ.

თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული და მიღებული PCR ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, მაშინ მისი განთავსება ხდება ჩვეულებრივ სხვა გამოსაცდელებთან საერთო დარბაზში. შემთხვევა კი აღინიშნება შენიშვნით, რომელსაც მომდევნო გამოცდაზე უნდა მიექცეს ყურადღება;

თუ გამოსაცდელს არა აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული და მიღებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, გამოსაცდელის გამოცდაზე დაშვების საკითხის გადაწყვეტა ხდება ექიმის მიერ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების საფუძველზე, კერძოდ:

* თუ სიცხის გარდა არ აღენიშნება რესპირატორული ინფექციისათვის დამახასიათებელი არც ერთი სიმპტომი (ხველა, ცემინება, სურდო, ქოშინი), გამოსაცდელი განთავსდება ჩვეულებრივ სხვა გამოსაცდელებთან საერთო სექტორში. იმ შემთხვევაში, თუ 370С-დან 37.40С-მდე ტემპერატურას თან ახლავს რესპირატორული ინფექციისათვის დამახასიათებელი რომელიმე სიმპტომი, მაშინ გამოსაცდელის განთავსება ხდება ცალკე სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ასეთმა გამოსაცდელმა PCR ტესტი სასურველია ჩაიტაროს მომდევნო გამოცდამდე;

* 37.50С ტემპერატურისას (რესპირატორული სიმპტომების არარსებობის შემთხვევაშიც) გამოსაცდელის განთავსება ხდება ცალკე სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ასევე რეკომენდებულია მომდევნო გამოცდამდე PCR-ტესტის გაკეთება.

ტემპერატურის 37.50С -ზე მეტის შემთხვევაში:

თუ გამოსაცდელს არ აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე ჩატარებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, ის მოიხსნება გამოცდიდან და რეკომენდაციის თანახმად, უნდა მიმართოს ექიმს/დარეკოს 112-ზე;

თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, ექიმი აფასებს მის მდგომარეობას და რესპირატორული სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში, მაღალი ტემპერატურის მიუხედავად, განთავსდება ჩვეულებრივ სხვა გამოსაცდელებთან საერთო სექტორში.

თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე ჩატარებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, მაშინ ექიმი აფასებს მის მდგომარეობას და რომელიმე რესპირატორული სიმპტომის არსებობის შემთხვევაში, გამოსაცდელის განთავსება ხდება სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან.

ასევე, რეკომენდაციის თანახმად, შემდეგ გამოცდამდე უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს კონსულტაციის მიზნით.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ქულა, რომელიც სპეცმასწავლებელბს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის სჭირდებათ - ცვლილება ტესტირების წესში  

გამოსაცდელთა საყურადღებოდ - დამატებითი გამოცდის ჩაბარება აუცილებელი პირობაა

 ანაზღაურება 3490 ლარია - რა თანამდებობაზე გამოაცხადა ვაკანსია მანდატურის სამსახურმა 

ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - დეტალები

სხვა უმაღლესში გადასვლას მხოლოდ ეროვნულების ჩაბარების შემდეგ შეძლებთ - რომელ სტუდენტებს ეხება მინისტრის გადაწყვეტილება

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება