სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თქვენ გაუმკლავდებით ყველა გამოწვევას!“ - დაბა წაღვერის საჯარო სკოლის დირექტორი ირინა ხელისუფალი აბიტურიენტებს წინასაგამოცდოდ ამხნევებს
24-06-2020
-
+


აბიტურიენტების ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს თარიღამდე - ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე ცოტა დრო რჩება. საგამოცდო სეზონი რთული და მღელვარებით სავსეა, კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი სიტუაცია და დისტანციურად დასრულებული სასწავლო წელი აბიტურიენტების ემოციებს კიდევ უფრო ამძაფრებს, ამიტომ დირექტორები, რომელთა ხელში არაერთ წარმატებულ თაობას გაუვლია, ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში, კურსდამთავრებულების მიმართავენ, ამხნევებენ, რჩევებს აძლევენ და გამოცდების წარმატებით ჩაბარებას უსურვებენ.

„თქვენ გაუმკლავდებით ყველა გამოწვევას!“ - ამ სიტყვებით მიმართავს ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის საჯარო სკოლის დირექტორი ირინა ხელისუფალი კურსდამთავრებულებს, ამხნევებს მათ და რჩევებს აძლევს.

„ჩვენი სკოლის აბიტურიენტებო! თითოეული თქვენგანი არის უნიკალური - ეს გახსოვდეთ! ჩვენ თან გაგატანეთ ცოდნასთან ერთად თანაგრძნობა, სიყვარული, მეგობრობა, ერთმანეთის აღიარება. თქვენს ზურგსუკან ყურებასაც მიგაჩვიეთ და იცით, რატომ? ყოველთვის გახსოვდეთ - ვინ არის ის, ვისაც ეყრდნობით: ოჯახი, პედაგოგი, სკოლა, მეგობარი და მადლირება მუდმივ თანამგზავრად უნდა გაიჩინოთ.

კონკრეტული ცოდნა, რომელიც დაიგროვეთ, უნდა დაიჯეროთ, რომ იცით და გახსოვთ. იქ - საგამოცდო ფურცელთან ყველაფერი ლაგდება გონებაში და ცნობიერში ამოყოფს თავს ყოველი ღრმადჩამალული აზრი, წაკითხული, ნათქვამი. თქვენ წერის დიდოსტატების როლი უნდა მოირგოთ და რაც არ უნდა უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, თქვენი საკუთარი აზრის ჩამომწკრივება, ჩამოყალიბება, ჩამოძერწვა უნდა მოახერხოთ! ეს გაცილებით ფასეულია გამსწორებელისთვის, რომელიც არანაირად არ აღიარებს ზედაპირულად დაზუთხულ ფრაზებს, სხვისი პოზიციების კოპირებას და „ეჯაჯგურება“ შენს ნაწერში იპოვოს შენეული დასკვნები. ასევე, მოსაწონი იქნება, თუ აბიტურიენტი, ანუ თქვენ აქცენტს გააკეთებთ რომელიმე ტექსტის ანალიზისას უახლეს ინფორმაციებზე, ახალ მიგნებებზე, მკვლევარის ვერსიებზე. და არა კრიტიკაში უკვე დრომოჭმულ ვარაუდებს. ერთი შეხედვით მარტივი ფორმულაა: იცნობდე სხვების მოსაზრებებს, მაგრამ წერო საკუთარი! ახლის სუნი და გემო უნდა ჰქონდეს თქვენს ნაშრომს! ამის შეგრძნება გასწავლეთ და არ გვეშინია - თქვენ გაუმკლავდებით ყველა გამოწვევას!

ახლა ყველაზე ეიფორიულ ფაზაში ხართ და ჩვენგან თქვენი გამხნევება ურიგო არ იქნებოდა. ვიცით, ღამე ძილსაც იკლებთ და ბევრს მეცადინეობთ...იქნებ, შეცვალოთ ეს გრაფიკი გამოცდამდე სამი დღით ადრე მაინც. გონებრივი „გადაწვა“ არაა კარგი შედეგის მომტანი, ამიტომ საათის ისრებს როცა შეხედავთ, უმალ გაიხსენეთ ეს სიტყვები: ახლა ძილის დროა! დახურეთ ჩანაწერები, წიგნები, მიაყუჩეთ კალმები, ფანქრები, წინასწარი მოლოდინები!

სანამ გამოცდაზე შეხვალთ, არ დაგავიწყდეთ: მიირთვათ შოკოლადი. ჩვენი საერთო პრაქტიკიდან გამომდინარე, ალბათ, გახსოვთ, ყველა საკონკურსო პროექტების, ინტელექტუალური თამაშების წინ უგემრიელესი შოკოლადი - გონების „ელექსირი“ მუდამ თქვენს გვერდით იყო!

და ბოლოს...თქვენ, ჩვენი საქართველოს ნათელი მომავალი და საყრდენი ხართ!!!

გვეიმედებით, გვეამაყებით და გვიყვარხართ!!!

აბა თქვენ იცით!!!!წარმატებები!!!!“,- აღნიშნავს დირექტორი. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება