სიახლეები
ინტერვიუ

„ძალიან კარგი თაობა მოდის, მეტად განათლებულები იქნებიან და უკეთეს ქვეყანასაც ააშენებენ“ - თბილისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი გალაქტიონ მინდიაშვილი
23-06-2020
-
+


პედაგოგების ოჯახში გაზრდილმა, როდესაც იურისტობა გადაწყვიტა, დედ-მამამ არჩევანი დიდად არ მოუწონა, მაგრამ თავად მაშინ ასე მიაჩნდა სწორად. მოგვიანებით, კი ბედის ირონიით, სკოლაში დირექტორად დაბრუნდა. როგორც Etaloni.ge-ს გაუმხილა, მაშინ მშობლების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, თითქოს შრომა დაუფასდათო. თბილისის N2 საჯარო სკოლის დირექტორს, გალაქტიონ მინდიაშვილს კი დირექტორობა თანამდებობად არ მიაჩნია - ეს კარგი საშუალებაა, განათლებული მომავალი თაობების აღზრდაში საკუთარი მოკრძალებული წვლილი შევიტანოო. როგორ დაძლიეს დისტანციური სწავლების გამოწვევები თბილისის N2 საჯარო სკოლაში და როგორ ახერხებს მოსწავლეებთან საუკეთესო ურთიერთობის შენარჩუნებას, - Etaloni.ge-ს გალაქტიონ მინდიაშვილი ესაუბრება.

- თავიდან არ იყო მარტივი დისტანციური სწავლებისთვის ფეხის აწყობა, მაგრამ შემდეგ, რესურსების მობილიზება მოვახდინეთ და გუნდური მუშაობით შევძელით ის, რომ მოსწავლეები ეროვნულ სასწავლო გეგმას არ ჩამორჩნენ. მე ძალიან კმაყოფილი ვარ - ვიყენებდით ყველა რესურსს, ვიდეო-გაკვეთილებს ვწერდით სხვადასხვა საგანში, ონლაინ-ღონისძიებები, ესეების კონკურსი ჩავატარეთ...

- სკოლის აქტივობები ძალიან კარგია, მაგრამ საქმე ისაა, რამდენად ხარისხიანი ცოდნა მიიღეს მოსწავლეებმა, მით უმეტეს, პედაგოგებს კონტროლის მექანიზმი დიდად არ ჰქონდათ?

- მშობლებთან გასაუბრების და ჩვენ მიერ გაწეული სამუშაოს შედეგად, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბავშვების 80% სრულყოფილად იყო ჩართული; ძალიან დაგვეხმარა „ტელესკოლაც“ და ასე შევაფასებდი  - მოსწავლეების  80-90%-მა ის განათლება მიიღო, რაც უნდა მიეღო სკოლაში.

- ისე, როგორი დირექტორი ხართ, ბატონო გალაქტიონ?

- ჰუმანური დირექტორი ვარ. არ მიყვარს ყვირილი და ჩემ კაბინეტში ჯდომა. ჩემთვის  ამოსავალი წერტილია ბავშვებთან  ურთიერთობა და ჩემი კრედოა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს შევაყვარო თავი; განსაკუთრებით ეს ბავშვებს ეხება... აქედან გამომდინარე, ყველაზე მეტად მომთხოვნი ვარ პედაგოგების მიმართ, რათა მოსწავლე ჩემთან არ მოვიდეს უკმაყოფილების გამო. იციან, ჩემი კაბინეტის კარი არ იკეტება და ამას ყველა დაგიდასტურებთ. ხშირად, პედაგოგები მსაყვედურობენ კიდეც, სულ მოსწავლეები შემოდიან თქვენთანო. მაგრამ რას ვიზამთ - მთავარია, მოსწავლე იყოს კმაყოფილი.

- სკოლას რომ ამთავრებდით, მაშინ თუ წარმოიდგენდით, დირექტორი რომ გახდებოდით?

- პედაგოგების შვილი ვარ და სიმართლე გითხრათ, ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, სკოლაში ოდესმე დირექტორად თუ მოვხვდებოდი, მაგრამ როდესაც დავიწყე მუშაობა, ჩემი მშობლების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მე კი თანამდებობად არ მივიჩნევ, უბრალოდ, ესაა კარგი საშუალება, რომ მოვახდინო საკუთარი თავის რეალიზება მომავალი თაობების აღზრდის საქმეში. იცით, რა არის - ყოველ დილით რომ  იღვიძებ ადამიანი და მიგიჩქარია სამსახურში,  უკვე კარგია და მეც ეს მაძლევს დიდ მოტივაციას. პროფესიით იურისტი ვარ და ჩემი მშობლები არჩევანით დიდად კმაყოფილები არ ყოფილან, მაგრამ როგორც კი მომეცა საშუალება, განათლების სფეროში ჩემი მოკრძალებული წვლილი შემეტანა, წამითაც კი არ დავფიქრებულვარ. ყველა პროექტში, რასაც განათლების სამინისტრო გვთავაზობს, ვმონაწილეობთ, არც ახალ-ახალი გამოწვევები გვაშინებს...

- ჰუმანური დირექტორი ვარო, მითხარით  და ჰუმანიზმი რამდენად ჭრის თანამედროვე ბავშვებთან?

- ბავშვი არის სარკე და ხვდება ცუდსა თუ კარგს... როცა ესაუბრები, ემეგობრები, მისთვის გასაგებ ენაზე უხსნი,  ის აუცილებლად გაიგებს. მაგალითისთვის გეტყვით - მიუხედავად იმისა, უფროსკლასელებში პრობლემაა სიგარეტის მოწევა, მათ იციან, რომ სკოლის ტერიტორიაზე ეს აკრძალულია. მივედი და ვთხოვე - ერთმანეთისთვის გვეცა პატივი, მხარში დავდგომოდით და ისინი უკვე კაცები არიან, გაიგეს ჩემი თხოვნა. წარმოიდგინეთ, ჩვენ სკოლაში ამ საკითხზე არც ერთი ოქმი არ დაწერილა და ისედაც, სტატისტიკურად, მანდატურებს ცოტა ოქმი აქვთ დაწერილი. იცით, ორი ბიჭი მყავს და მათთან ურთიერთობა ძალიან მიადვილებს მოსწავლეებთან ურთიერთობას.

- სახლში დირექტორი ხართ?

- არა მეგობარი... ალბათ,  მშობლებიდან გამომყვა - ბავშვთა ფსიქოლოგია კარგად მესმის.

- და როგორია თანამედროვე თაობის ფსიქოლოგია?

- ძალიან კარგი თაობა მოდის, ამ სიტყვების არ მეშინია და მე ყოველთვის ვიქნები მათ გვერდით. ისინი ჩვენზე მეტად განათლებულები იქნებიან, უფრო კარგი პარლამენტარები გაიზრდებიან, უფრო კარგი იურისტები, სკოლის დირექტორები გახდებიან და ახალი, თანამედროვე შეხედულებებით, უკეთეს ქვეყანასაც ააშენებენ.  


კომენტარები


ეტალონი

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

სიახლეები

რას ნიშნავს არადიფერენცირებული შეფასება და რომელ საგნებში იყენებენ მას პედაგოგები

2026 წელს საჯარო სკოლის პედაგოგებს ხელფასი არ გაეზრდებათ - როგორ ნაწილდება განათლების სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა ბიუჯეტის პროექტის მიხედვით

მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, კარიერული წინსვლის ხელშეწყობა... სკოლის დირექტორებთან შეხვედრის დეტალები 

კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამასთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

დაიწყო სკოლების მიმდებარედ არსებულ კვების ობიექტების შემოწმება; ჩატარებულია 6000 სახელმწიფო კონტროლი, გამოვლინდა 173 სამართალდარღვევა

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს გარდაბნის N6 საჯარო სკოლის დირექტორი გულჩოხრა გუსეინოვა პასუხობს

სკოლები

მოსწავლეებმა ერის მამად წოდებული დიდი ქართველის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ხოტბა შეასხეს

მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლაში დირექტორი რიმა მელია პასუხობს

აღნიშნულ პროექტს ხელმძღვანელობდნენ - მუსიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის  მასწავლებლები
 
საინტერესო

მაშ ასე, რა უნდა ვიცოდეთ 2026 წლის მთავარი სიმბოლოს შესახებ?

პენსიონერ მასწავლებლებს სკოლებში აბრუნებენ - სამინისტრო ჩინეთში სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის მიდგომას ცვლის

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

სიახლეები
საზოგადოება