სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კორონავირუსით 3 ახალი ინფიცირებულიდან 2 სტუდენტია - ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი დეტალებზე
23-06-2020
-
+


თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის  სამი ახალი შემთხვევიდან ორი ინფექციურ საავადმყოფოში, საკარანტინე ზონიდან გადაიყვანეს. ორივე სტუდენტია და მათი შემთხვევა იმპორტირებულ დაინფიცირებას უკავშირდება. მარინა ეზუგბაიას განმარტებით, მესამე პაციენტის წყაროს დადგენა მიმდინარეობს.

„დღევანდელი მონაცემებით 129 პაციენტი მკურნალობს კოვიდცენტრებში. სამი ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ორი არის საკარანტინე სივრციდან და ერთ ახალ შემთხვევასთან დაკავშირებით, წყაროს მოძიების თვალსაზრისით, ჩაღრმავებული ეპიდკვლევა გრძელდება. ჩვენს ცენტრში გვყავს 24 დადასტურებული შემთხვევა, ორი ახალი პაციენტი მივიღეთ. ამ ორი ახალი შემთხვევიდან არც ერთი არ არის მძიმე. ერთთან გვაქვს მსუბუქი სიმძიმის პნევმონია, მეორე - პნევმონიის გარეშეა. ჩვენი ორი ახალი პაციენტი არის სტუდენტი საკარანტინე სივრციდან, ისინი სწავლობდნენ სომხეთში და დაბრუნდნენ, კარანტინში იყვნენ და ჩატარებული კვლევის დადასტურებული პასუხით გადმოყვანილნი იქნენ ჩვენთან. ზოგადად კლინიკაში, 24 პაციენტიდან ყველას სიმძიმე არის საშუალო და საშუალოზე მსუბუქი“ - განაცხადა ეზუგბაიამ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

პიროვნება
სკოლები

პედაგოგმა ლუსინე თუმასიანმა მოსწავლეებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო, საზეიმო თუ შემოქმედებითი აქტივობები შესთავაზა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება