სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

''ჩვენი მიზანია, მაიმუნებმა ვერ ჩააბარონ ეროვნული გამოცდები'' - თქვა თუ არა, რეალურად ეს სიტყვები ალექსანდრე ჯეჯელავამ და რა კონტექსტში?
13-09-2017
-
+


ახალგაზრდა ასოციაციების მე-8 ფორუმზე სტუდენტებთან შეხვედრისას განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა განაცხადა - ''ჩვენი მიზანია, მაიმუნებმა ვერ ჩააბარონ ეროვნული გამოცდები''. 

რა მოხდა რეალურად ფორუმზე, გამოიყენა თუ არა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ეს სიტყვა  და რა კონტექსტში? - ამის შესახებ ალექსანდრე ჯეჯელავამ ''მაესტროს'' პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

- სამწუხაროდ, ეროვნული გამოცდების თამასა ჯერჯერობით იმდენად დაბალია, სრულიად შემთხვევით რომ შემოხაზოს, რობოტი იქნება ეს, მაიმუნი, თუ ადამიანი, 7-ში 1 შანსი აქვს რომ შემთხვევით სწორი პასუხი შემოხაზოს. ამაზე იყო სწორედ საუბარი. ფორუმზე დავაზუსტე, რომ ადამიანს არ ვგულისხმობ, ვგულისხმობ პრიმატს. შანსი რომ შემთხვევითი შემოხაზვით ტესტში წარმატებას მიაღწიო, არ უნდა არსებობდეს, რადგან ასე შემთხვევით უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრა აბსოლუტურად დაუშვებელია. მომავალში ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა ბარიერის დაწევაზე, არამედ აწევაზე. შედარებისთვის, გერმანიაში უმაღლეს სასწავლებელში ამ ბარიერს ლახავს დაახლოებით 40%, ჩვენთან კი 86%. ან განუზომლად უფრო ჭკვიანები ვართ, ვიდრე გერმანელები ან ეს თამასა და ბარიერი გვაქვს ძალიან დაბალი. მე მეორე ვარიანტს ვემხრობი. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება ისეთი სისტემა, რისი საშუალებითაც მხოლოდ ის მოსწავლეები მოხვდებიან უმაღლეს სასწავლებლებში, რომლებიც არიან კარგად მომზადებულები და ვისაც აქვს მაღალი აკადემიური მზადყოფნა და მოტივაცია. 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლებისთვის საგნის გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - მოუწევთ თუ არა თანხის გადახდა აპლიკანტებს

300-მდე ახალი ვაკანსია ბოლო 11 დღეში - რომელი საგნის მასწავლებლებზეა ყველაზე მეტი მოთხოვნა სკოლებში

აბიტურიენტებო - 11 აგვისტო NAEC-ში ატესტატის მიტანის ბოლო დღეა

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„ვულოცავთ მათ მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებსა და წინსვლას!“

„უმაღლესი შედეგებით ჩააბარეს ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება