სიახლეები


izrune.ge-მ გაზარდა ინტერესი მოსწავლეებში სახელმწიფო ენის მიმართ“
22-06-2020
-
+


ამჯერად, izrune.ge სამცხე-ჯავახეთის სკოლებში გაწეული სამუშაოს ერთგვარ ანგარიშს წარმოგიდგენთ, სადაც პროექტის როლი სახელმწიფო ენის პოპულარიზაციაში არც მთლად უმნიშვნელოა.

მოგეხსენებათ, სამცხე-ჯავახეთი მრავალეროვანი რეგიონია და სწორედ ამიტომ, ადვილი არ არის, სახელმწიფო ენაზე შესრულებულმა პროექტმა ერთდროულად მოიპოვოს ნდობაც, პოპულარობაც და უამრავი მზრუნველი მეგობარიც გაიჩინოს.

Izrune.ge-მ კი ეს შეძლო! როგორ? - ამ კითხვას, ოდნავ მოგვიანებით, რეგიონის სკოლების დირექტორები უპასუხებენ, თუმცა მანამდე ფაქტია - პროექტის ხელმძღვანელობამ ტიტანური შრომა გასწია იმისთვის, izrune.ge-ს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დამსახურებული ადგილი დაემკვიდრებინა. მოსწავლეებისთვის დაწესებული შეღავათებით, არაქართულენოვანი ბავშვებისთვის სპეციალურად შედგენილი ტესტებისა და ერთმანეთზე მუდმივი ზრუნვის შედეგად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსწავლეები სკოლების დისტანციურ სწავლებაზე გადასვლას მომზადებულები შეხვდნენ, მათთვის უცხო არ ყოფილა დავალებების ონლაინ-რეჟიმში შესრულება და რაც მთავარია, izrune.ge-მ სახელმწიფო ენის პოპულარიზაციაში საკუთარი წვლილის შეტანა მოახერხა, რაზეც ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი - თერეზა ჩივჩიანი საუბრობს:

- მოგეხსენებათ, პანდემიის პერიოდში, აქტუალური გახდა დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა, რაც სიახლე იყო როგორც რეგიონის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის, მაგრამ ჩვენმა ბავშვებმა ძალიან მალე დაძლიეს ეს გამოწვევა - izrune.ge-ში ჩართულობამ ბევრი რამ უფრო იოლი გახადა მათთვის, ბავშვებმა იცოდნენ, რა იყო დისტანციური სწავლება, იცოდნენ, როგორ შეესრულებინათ ონლაინ-დავალებები და ეს ყველაფერი izrune.ge-ს ტესტების გავლისას მიღებული გამოცდილების შედეგია.



აქვე, შეუძლებელია, ყურადღება არ გავამახვილო კიდევ ერთ და უმთავრეს ფაქტორზე - ესაა ენობრივი ბარიერი. მოგეხსენებათ რეგიონის მოსახლეობა, მოსწავლეები მონდომებულები არიან, მაქსიმალურად კარგად დაეუფლონ სახელმწიფო ენას და ამ მიზნის მიღწევაში მათ izrune.ge უდავოდ ეხმარება. სტატისტიკა იქნება, კომენტარი თუ ახსნა - ეს ყველაფერი კომპლექსურად სწორედ სახელმწიფო ენის უკეთ შესწავლისკენ უბიძგებს მოსწავლეებს, იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, როგორი მონდომებულები არიან, ტესტის გავლისას, საუკეთესო შედეგები აჩვენონ. აქედან გამომდინარე, izrune.ge სახელმწიფო ენის შესწავლისთვისაც შეგვიძლია ძალიან კარგ  რესურსად გამოვიყენოთ.
 
ყველა აღიარებს, რომ izrune.ge საჭირო პროექტია  ჩვენი სკოლებისთვის, ზოგადად რეგიონისთვის და დარწმუნებული ვარ, მეტად პოპულარული გახდება, რადგან, როგორც უკვე ვთქვი, სწორედ izrune.ge-ს საშუალებით, მეტად გაიზარდა ინტერესი მოსწავლეებში სახელმწიფო ენის მიმართ. კითხვებიც ისეა შედგენილი, ისე არ ხდება - ბავშვმა უპასუხა და ამით დასრულდა. izrune.ge-ს ტესტების გავლისას, მოსწავლეები ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ფიქრობენ, კომპლექსური კითხვების საშუალებით, მხოლოდ საგანს კი არა, სახელმწიფო ენის უამრავ ნიუანსს სწავლობენ და ამის ნათელი მაგალითი ისაა,  რომ ჩვენი აბიტურიენტების უმეტესობა აბარებს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში, წარმატებული სტუდენტია და შემდეგ უბრუნდება რეგიონს, ჩვენ კი დასაქმებაში ვუწყობთ ხელს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, სამომავლო პერსპექტივისთვისაც მნიშვნელოვანია izrune.ge-ს არსებობა, მით უმეტეს, რეგიონების სკოლებისთვის.



ალექსანდრე აჩელაშვილი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, კოთელიის საჯარო სკოლის დირექტორი:

- izrune.ge-ში ჩართვა იმიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენ მოსწავლეებს მრავალმხრივ განვითარების საშუალება ჰქონოდათ. არაფორმალური განათლების პროექტები ბავშვებისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან მათ მრავალმხრივ განვითარების საშუალებას აძლევს; განსაკუთრებით izrune.ge, თავიდან ბოლომდე, მოსწავლეებზე, მათ ინტერესებზეა მორგებული, საჭირო უნარების გამომუშავებაში ეხმარება და ასე ბევრად აქტიურად არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაშიც. შეუძლებელია არ აღვნიშნო, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, izrune.ge  ჩვენი მოსწავლეების, მათი მშობლებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა და ეს, როგორც სკოლის დირექტორს, ძალიან მახარებს. არ იყო იოლი დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა, ჩვენმა მოსწავლეებმა კი ეს უპრობლემოდ მოახერხეს, რადგან izrune.ge-ს ამისთვის საფუძველი უკვე შემზადებული ჰქონდა -  პროექტი სრულადაა მორგებული სწავლების თანამედროვე მეთოდებს.



ლელა გვრიტიშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის, ხეოთის საჯარო სკოლის დირექტორი:

- izrune.ge ჩვენთვის და ჩვენი მოსწავლეებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია. ბავშვები მოუთმენლად ელიან ყოველ ხუთშაბათს და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ემზადებიან შემაჯამებელი ტესტირებისთვის. უნდა ნახოთ, როგორ აქტიურობენ მშობლებიც - izrune.ge-ს დიპლომებს მუდმივად ავრცელებენ სოციალური ქსელის საშუალებით და ამაყობენ საკუთარი შვილების მიღწევებით. განსაკუთრებით ვიგრძენით izrune.ge-ს საჭიროება დისტანციური სწავლებისას - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იმ ბავშვებმა, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები პროექტში, უპრობლემოდ დაძლიეს ყველა გამოწვევა, რისთვისაც პროექტის ავტორებს გულწრფელ მადლობას ვუხდი.

არქაელ სეირანიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, ორლოვკის საჯარო სკოლის დირექტორი:

- izrune.ge ბავშვების მოტივაციას ამაღლებს, ისინი უკეთ სწავლობენ როგორც სხვადასხვა საგანს, ასევე ცდილობენ, მოიპოვონ ინფორმაცია სხვადასხვა თემის ირგვლივ, რათა izrune.ge-ს ტესტები წარმატებით გაიარონ. ჩვენი სკოლის პედაგოგი ძალიან ეხმარება მოსწავლეებს, რათა მათ ერთმანეთზე უკეთესი შედეგები ჰქონდეთ და თამამად ვიტყვი - მასწავლებელიც და მოსწავლეებიც ძალიან ბევრს შრომობენ. გარდა ამ ყველაფრისა, izrune.ge ხელს უწყობს სახელმწიფო ენის პოპულარიზაციას - ჩვენი ბავშვების 80% კარგად ფლობს სახელმწიფო ენას და ამასთან ერთად, კითხვები ისეა ადაპტირებული არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის, რომ მათ მრავალმხრივ მუშაობის საშუალება აქვთ, საგანთან ერთად, ენის გრამატიკულ ნაწილსაც დიდ ყურადღებას უთმობენ და ეს ყველაფერი, კომპლექსურად, ძალიან ეხმარებათ ეროვნულ გამოცდებზე.


კომენტარები


ეტალონი

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

სიახლეები

განათლებში ხელფასი 204 ლარით გაიზარდა  - სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გასული წლის მონაცემები გამოაქვეყნა

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

ტესტირებაზე რეგისტრაცია 13 ოქტომბერს დასრულდება - დეტალები 

რა დრო უნდა გაატაროს მოსწავლემ რესურს ოთახში - ინსტრუქცია და მიტითება პედაგოგებისთვის

პიროვნება

ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

სკოლები
მოსწავლეები ახალი ცოდნითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე დაბრუნდნენ სკოლაში
 

სკოლაში კონკურსის მიმდინარეობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი ნანა ფოცხიშვილი

მოსწავლეებმა ბებიებსა და ბაბუებს ეს დღე დიდი სიყვარულით მიულოცეს

საინტერესო

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს განათლების სფეროში

როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში - დირექტორები etaloni.ge-ს კითხვებს პასუხობენ

სიახლეები
საზოგადოება