| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაქვის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი პირველკლასელებს დისტანციურად გამოემშვიდობა და მხიარული არდადეები უსურვა.
„ჩაქვის N1 საჯარო სკოლის Iბ კლასის მოსწავლეებს ვულოცავ სასწავლო წლის დამთავრებას. ჩემო პატარებო, მოულოდნელი გარემოების გამო თქვენ განსხვავებულ ვითარებაში მოგიწიათ სწავლა, მაგრამ დისტანციური გაკვეთილების, ტელეგაკვეთილების, მასწავლებლების და მშობლების დახმარებით თქვენ შეძელით პირველი კლასის პროგრამული მასალის შესწავლა.
მადლობა თქვენს მშობლებს კარგი აქტიურობისა და ყურადღებისათვის.
გილოცავთ კიდევ ერთხელ, მხიარულ და საინტერესო არდადეგებს გისურვებთ, ზაფხული მალე გაივლის, ჩვენ ისევ დავბრუნდებით სკოლაში სიცოცხლის ჯანსაღი ფერებით, დავბრუნდებით სექტემბრის ერთ ლამაზ დილასთან ერთად.
ნახვამდიიის. ციცო მასწავლებელი“,-წერს პედაგოგი.
იხილეთ ფოტოები
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საგნების სწავლების უფლება და გამონაკლისები: რა შეიცვალა მასწავლებელთა სქემაში
etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“