სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

''ვმუშაობთ იმაზე, რომ დეკრეტი ანაზღაურებადი გავხადოთ'' - განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
14-09-2017
-
+


''წელს უკვე მოვაგვარეთ ანაზღაურებადი ბიულეტენის ამბავი. ვმუშაობთ იმაზე, რომ დეკრეტი ანაზღაურებადი გავხადოთ'', - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გადაცემა ''იმედის დღეში'' დეკრეტულ შვებულებებთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა. მისი თქმით, სამინისტრო ამ პრობლემასაც მალე გადაჭრის:

''წელს უკვე მოვაგვარეთ ანაზღაურებადი ბიულეტენის ამბავი, რაც ძალიან მიხარია და მეამაყება. ვმუშაობთ იმაზე, რომ დეკრეტი ანაზღაურებადი გავხადოთ, რადგან თუ პედაგოგს არ შევუწყობთ ხელს რომ გამრავლდეს, აბა ვისღა შევუწყოთ ხელი. ამის საშუალება ჯერ არ გვაქვს, რადგან თანხებთან არის კავშირში, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მალე ეს პრობლემაც გადაჭრილი იქნება,'' - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

შეგახსენებთ, რომ საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის დროებითი შრომისუუნარობის გამო, დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი ივნისის თვეში შეიცვალა, რის შემდეგაც სამედიცინო ფურცელზე მყოფ პედაგოგებს ბიულეტენის თანხა სრულად უნაზღაურდებათ.

რაც შეეხება დეკრეტული შვებულების საკითხს, მასწავლებლებს მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, მხოლოდ სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებად საშვებულებო პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარება ერგებათ, რაც 1000 ლარს შეადგენს.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლებისთვის საგნის გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - მოუწევთ თუ არა თანხის გადახდა აპლიკანტებს

300-მდე ახალი ვაკანსია ბოლო 11 დღეში - რომელი საგნის მასწავლებლებზეა ყველაზე მეტი მოთხოვნა სკოლებში

აბიტურიენტებო - 11 აგვისტო NAEC-ში ატესტატის მიტანის ბოლო დღეა

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„ვულოცავთ მათ მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებსა და წინსვლას!“

„უმაღლესი შედეგებით ჩააბარეს ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება