სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პროგრამას „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ მოხალისე მასწავლებლების ახალი ნაკადი შეუერთდა
11-09-2017
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამას „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ მოხალისე ინგლისურენოვანი, ფრანგულენოვანი და გერმანულენოვანი მასწავლებლების ახალი ნაკადი შეუერთდა.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, მოხალისე მასწავლებლებს ჩაუტარდებათ ინტერკულტურული კომუნიკაციის და ზოგადი მეთოდიკის ტრენინგები, რის შემდეგაც განაწილდებიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლებში.

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად მოხალისე მასწავლებლები საპილოტე რეჟიმში განაწილდებიან პროფესიულ სასწავლებლებში და ასევე, შეასწავლიან უცხო ენას სხვადასხვა საგნის მასწავლებლებს.უკვე ორი წელია პროგრამამ პოზიტიური ცვლილებები განიცადა. დაიხვეწა მოხალისე მასწავლებლების შერჩევის კრიტერიუმები. 

შერჩევისას უპირატესობა ენიჭება იმ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება, გარდა ამისა, გაიზარდა მოხალისეების კონტრაქტის ვადები: მოხალისეები სრულ სასწავლო წელს ატარებენ სკოლაში, რაც ენის შესწავლის ხარისხს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.

პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ფარგლებში საქართველოს ყოველწლიურად უცხოენოვან მოხალისე მასწავლებელთა რამდენიმე ჯგუფი სტუმრობს. 

მოხალისე მასწავლებლები ცხოვრობენ მასპინძელ ოჯახებში და დასაქმებულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში, სადაც, უცხოური ენის ადგილობრივ მასწავლებლებთან და თემის სხვა წევრებთან თანამშრომლობით, აქტიურად ერთვებიან სასკოლო და სათემო ცხოვრებაში. 

უცხოელ კოლეგებთან ერთად ადგილობრივი უცხოური ენის პედაგოგები იმაღლებენ ენის ცოდნის დონეს, მოიძიებენ და ამუშავებენ მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე დამატებით მასალებს, ასევე, ეცნობიან და ნერგავენ ენის სწავლების თანამედროვე მეთოდებს.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სასკოლო ფორმის გადაცვლა 14 დღის ვადაში შეგეძლებათ, ყიდვას მხოლოდ ბარათით ან გადარიცხვით შეძლებთ - მინისტრის ბრძანება

მასწავლებლებისთვის საგნის გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - მოუწევთ თუ არა თანხის გადახდა აპლიკანტებს

300-მდე ახალი ვაკანსია ბოლო 11 დღეში - რომელი საგნის მასწავლებლებზეა ყველაზე მეტი მოთხოვნა სკოლებში

აბიტურიენტებო - 11 აგვისტო NAEC-ში ატესტატის მიტანის ბოლო დღეა

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„ვულოცავთ მათ მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებსა და წინსვლას!“

„უმაღლესი შედეგებით ჩააბარეს ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება