სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნიგვზარის საჯარო სკოლის ფიზიკის პედაგოგი ელზა ხარშილაძე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ათეულშია
18-06-2020
-
+


მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფარგლებში საუკეთესო ათეული გამოვლინდა, რომელთაგანაც ერთ-ერთი 5 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. ათეულში ერთ-ერთი საჩხერის მუნიციპალიტეტის ნიგვზარის საჯარო სკოლის ფიზიკის პედაგოგი ელზა ხარშილაძეა.

„ეს იყო ზღვა ემოცია, რომელმაც ცრემლების გარეშე ვერ ჩაიარა, ვერც ჩემს ოჯახში და ვერც სამეგობრო წრეში. შეუძლებელია იმ ბედნიერების გადმოცემა, რასაც განვიცდიდი. მოულოდნელობა, სიხარული. ვაღიარებ, არ ველოდი. კიდევ  უფრო ძლიერი იყო ეს ემოცია, რადგან მე წარმადგინა ჩემმა გამზრდელმა  მასწავლებელმა, ჩემმა კოლეგამ და ჩემმა ხელმძღვანელმა. მადლობა ორგანიზატორებს იმისთვის, რომ სწორედ ინა ბიწაძემ წარმადგინა საზოგადოების წინაშე. ეს უდიდესი პატივია ჩემთვის.  სწორედ მან დამარწმუნა, რომ უნდა მიმეღო მონაწილეობა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში. ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი კარგი მასწავლებელია, ეს ადამიანები თავდახრილები შრომობენ და აკეთებენ თავიანთ საქმეს უხმაუროდ. მათ გვერდით საჭიროა ადამიანი, ვინც უბიძგებს, რომ გამოშალონ და გამოააშკარაონ საკუთარი შესაძლებლობები. ასეთია „ჩემი“ დირექტორი. ის მართლაც რომ საუკეთესო ლიდერია.

უნდა გამოგიტყდეთ, რომ კონკურსში მონაწილეობა ჩემი დირექტორის ინიციატივა იყო. ალბათ ბევრი წელი დამჭირდებოდა იმისათვის, რომ ჩემით გამებედა ამ კონკურსში მონაწილეობა. შევეწინააღმდეგე კიდეც, მაგრამ მან დამარწუნა, რომ ეს იქნებოდა ჩემი პროფესიული ზრდისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი, გავეცნობოდი ფართო საზოგადოებას. მე, ამ კონკურსის ფარგლებში, დავინახე შანსი, ამესრულებინა ჩემი უდიდესი სურვილი – მოვიპოვო ჩემი სკოლისთვის დამოუკიდებელი ენერგოსადგური. ჩვენი მაღალმთიანი სოფლისთვის ეს ძალიან დიდ შესაძლებლობებს გადაგვიშლის.

ბავშვობიდან ასე ვფიქრობდი და აზრი არ შემცვლია, რომ მასწავლებლობა ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესია პროფესიათა შორის. მასწავლებლის ხელშია არა მხოლოდ საკუთარი მომავალი, არამედ მომავალი თაობის აღზრდა-განათლება. როდესაც კლასში ახალგაზრდებს ვუყურებ, ჩვენი ქვეყნის მომავალს ვხედავ. ისინი არიან ის ადამიანები, ვინც ხვალ ქვეყნის სათავეში მოვლენ. როგორ შეიძლება მათ მოაკლო ყურადღება, როგორ შეიძლება მათთან დრო უქმად გაფლანგო. ჩვენ მათ უნდა გავატანოთ სიყვარული, ჩავუნერგოთ ფასეულობები, მოვამზადოთ დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის. მათ უნდა შეძლონ ჩვენი ქვეყნის მომავალის სიყვარულით შენება, ეს ჩვენზე დიდად არის დამოკიდებული“,-ამბობს ელზა ხარშილაძე.

ნიგვზარის საჯარო სკოლის დირექტორი ინა ბიწაძე ამაყობს მასწავლებლის მიღწევით და მას შემდგომ წარმატებას უსურვებს.

„ნიგვზარის საჯარო სკოლის კიდევ ერთი წარმატება! უბედნიერესი ვარ, რომ ჩვენს სკოლას ჰყავს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულის წევრი, მართლაც ღირსეული მასწავლებელი ელზა ხარშილაძე, წინ კიდევ ბევრი გამარჯვებაა! გილოცავთ ნიგვზარლებო! ვულოცავ ყველას, ვინც გვგულშემატკივრობს. ეს უკვე გამარჯვებაა“,-წერს დირექტორი ინა ბიწაძე.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეოთხედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება