| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

2019-2020 სასწავლო წელი ოფიციალურად დასრულდა. მიმდინარე წელი კორონავირუსის პანდემიის გამო უჩვეულო გამოდგა, გამორჩეული იყო თავისი გამოწვევებით, დისტანციურ რეჟიმში გადატანილი სასწავლო პროცესით - სკოლების და პედაგოგების სამაგალითო თავდადებით. სწორედ ამ თემაზე სკოლები სტატიებს გვიზიარებენ.
„უჩვეულო სასწავლო წლის დასასრული“ - საჩხერის N1 საჯარო სკოლის დირექციამ 2019-2020 სასწავლო წელი შეაფასა და პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს მიმართა. როგორც სკოლის ინფორმაციაშია აღნიშნული, დასაფასებელია იმ მასწავლებლების შრომა, რომლებმაც ასეთ რთულ გამოწვევას ქედი არ მოუხარეს და განვითარებად აქციეს, თუმცა აღსანიშნავია მშობელთა მონდომება და ჩართულობაც.
„ეს უცნაური, უჩვეულო, ათასი ფიქრითა და გამოწვევით სავსე სასწავლო წელი მიილია. სასწავლო წელი, როგორსაც ვერც ერთი მასწავლებელი, მოსწავლე, თუ მშობელი ვერ წარმოიდგენდა. წელი, რომელიც ზღვა საფიქრალს გაუჩენდა ყველას: მასწავლებელს პროფესიულად გაზრდიდა, მოსწავლეებს (ამ კომპიუტერულ თაობას) უშუალო, ხალას ურთიერთობებს მოანატრებდა და მშობელს, როგორც არასდროს, მასწავლებლის მოკავშირედ აქცევდა.
დასაფასებელია იმ მასწავლებლების შრომა, რომლებმაც ასეთ რთულ გამოწვევას ქედი არ მოუხარეს და განვითარებად აქციეს, მაგრამ ჩვენ ვერაფერს გავხდებოდით, რომ გვერდით მშობლების არმია არ ამოგვდგომოდა, განსაკუთრებით კი დაწყებითი საფეხურის მშობლები.
მადლობას ვუხდი საჩხერის N1 საჯარო სკოლის მშობლებს, რომლებიც, სიამაყით მინდა აღვნიშნო, ჩვენი პატარა, მართლაც გმირი ბავშვების ოპერატორებად იქცნენ, რომლებმაც არაერთი საინტერესო კომპლექსური ვიდეოდავალების პრეზენტაციით გააცნეს თავი საზოგადოებას. მადლობა თქვენ, მშობლებო, აქტიური მხარდაჭერისა და ჩართულობისათვის. ჩვენ ერთად ვერაფერი დაგვამარცხებს, ჩვენ საერთო მიზანი გვაქვს, ამას საქართველოს მომავალი თაობის აღზრდა და განვითარება ჰქვია, რომელიც ბედნიერ საქართველოში ცხოვრებას ნიშნავს!“-აღნიშნულია დირექციის ინფორმაციაში.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის - ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი
საგნების სწავლების უფლება და გამონაკლისები: რა შეიცვალა მასწავლებელთა სქემაში
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“