| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა დისტანციური სასწავლო პროცესი წარმატებულად წარმართეს. შესაბამისად, მოსწავლეებმა სასწავლო წელი ნაყოფიერად დაასრულეს.
„2019-2020 გამოწვევებითა და სიახლეებით დატვირთული წელი იყო. სკოლის დირექცია და მასწავლებლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი საგანმანათლებლო პროცესის ახალ პლატფორმაში. ამაზე მეტყველებს ის უამრავი დამხმარე რესურსი, პრეზენტაცია და სხვა, რომლებსაც ქმნიდნენ ჩვენი მოსწავლეები. სკოლის დირექციამ ასეთი აქტიური მოსწავლეები დააჯილდოვა სიგელებით.
სკოლის დირექციამ ასევე მადლობა გადაუხადა სკოლის მასწავლებელთა მთელ გუნდს და აქტიურ მშობლებს, მაღალი თანამშრომლობისათვის.
სასიამოვნო ფაქტია, რომ მასწავლებელთა კორპუსმაც თავის მხრივ გამოხატა კეთილგანწყობა სკოლის დირექციის მიმართ.
ასეთი კეთილგანწყობილი ურთიერთობები ემსახურება ერთ დიდ მიზანს, ისე აღვზარდოთ ჩვენი მომავალი თაობა, რომ მომავალში სრულყოფილი პიროვნებები და საზოგადოების ღირსეული წევრები გახდნენ“,-აღნიშნულია დირექციის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის - ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი
საგნების სწავლების უფლება და გამონაკლისები: რა შეიცვალა მასწავლებელთა სქემაში
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“