სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ობიექტური ხელისშემშლელი მიზეზებით, ეროვნული გამოცდები ჩაიშლება... რა იქნებოდა საუკეთესო ალტერნატივა?!“
16-06-2020
-
+


ამ არაადეკვატური ტექნიკური რეგულაციებით საფრთხეს ვუქმნით აბიტურიენტებს - აცხადებს „ახალი საქართველოს“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა ტოხვაძე.

მისივე მოსაზრებით, ობიექტური ხელისშემშლელი მიზეზების გამო, რომელიც 3-4 საათის განმავლობაში პირბადის ტარებას გულისხმობს, ეროვნული გამოცდები ჩაიშლება და ახალგაზრდებს მთელი წლის შრომა წყალში ჩაეყრებათ.

„მაისის დასაწყისიდანვე ჯანდაცვის სამინისტრო განათლების სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად ეროვნული გამოცდების უსაფრთხოდ ჩატარების მეთოდებზე მუშაობს და განიხილავენ სხვადასხვა ვერსიებს. დადგინდა, რომ თერმოსკრინინგის ჩატარება და დისტანციის დაცვა აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ არ მოხდეს ინფექციის გავრცელება. თუმცა, რაც მეტი იმსჯელეს, აღმოჩნდა, რომ მეტად ალოგიკური და არაჰუმანური მეთოდების გამოყენების გადაწყვეტილებამდე მივიდნენ. თუ გავითვალისწინებთ ივლისის სიცხეს, გამოცდებში მონაწილეთა ემოციურ ფონს და თანმდევ სტრესულ სიტუაციას 3-4 საათის განმავლობაში პირბადის ტარება უდიდესი გამოწვევაა. მინდა მივმართო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, სოფიო გორგოძეს, გამოუცდია თუ არა საკუთარ თავზე დახურულ სივრცეში, დროის ხანგრძლივ პერიოდში პირბადით აზროვნება, წერა და თავის საუკეთესო კუთხით წარმოჩენა? იქნებ ეცადა და აუცილებლად მიხვდებოდა, რომ ამ არაადეკვატური ტექნიკური რეგულაციებით საფრთხეს ვუქმნით აბიტურიენტებს. ფაქტობრივად, ობიექტური ხელისშემშლელი მიზეზებით, ეროვნული გამოცდები ჩაიშლება, ახალგაზრდებს მთელი წლის შრომა წყალში ჩაეყრებათ, რადგან ვერ დაადასტურებენ ცოდნას და ვერ დადებენ სასურველ შედეგებს,“ - განაცხადა ტოხვაძემ.

ნანა ტოხვაძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ალტერნატივას სთავაზობს:

„რა იქნებოდა საუკეთესო ალტერნატივა?!

1) აუცილებელად უნდა ათვისებულიყო ღია სივრცეები (სტადიონები, ღია მოედნები) და თუნდაც საღამოს საათებზე გათვლილიყო გამოცდების განრიგი. საფრთხის აცილებისა და არაადამიანური მოპყრობისგან დავიხსნიდით თითოეულ მონაწილეს, დამკვირვებელსა თუ გულგახეთქილ გულშემატკივრებს.

2) თავისუფლად შეგვეძლო პანდეემისგან შექმნილი გამოწვევა მართლაც გვექცია შესაძლებლობად რომ ახალი სტანდარტები დაგვენერგა ამ მიმართულებით. არასტანდარტული და ეფექტური გამოსავალი იქნებოდა ის, რომ დრომოჭმული ეროვნული გამოცდები გაგვეუქმებინა და დაგვეტოვებინა ერთი სარეიტინგო გამოცდა, რის შედეგადაც აბიტურიენტსა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის გაირკვეოდა ვინ, სად და როგორ გააგრძელებდა სწავლას" , - აცხადებს ნანა ტოხვაძე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება